ორბელიანის მოედანზე მიმდინარე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის გამო,  4 ივლისს, 22:00 საათიდან, ათონელის ქუჩაზე მშრალი ხიდის მიმართულებით და ხაზინის ქუჩის კუთხემდე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

" />
13:57 - 21 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-03 17:15:21, 2565 ნახვა

საზოგადოება
ხვალ, 22:00 საათიდან, თბილისში რამდენიმე მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ორბელიანის მოედანზე მიმდინარე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის გამო,  4 ივლისს, 22:00 საათიდან, ათონელის ქუჩაზე მშრალი ხიდის მიმართულებით და ხაზინის ქუჩის კუთხემდე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

"შესაბამისად, მშრალი ხიდიდან ორბელიანის მოედნისკენ მოძრავი მიკროავტობუსები და N20 და N23 ავტობუსები ზაარბრიუკენის მოედნიდან მოძრაობას ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების მიმართულებით განაგრძობენ, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. N20 ავტობუსი და მიკროავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან ორბელიანის მოედანზე შეუხვევენ, ხოლო N23 ავტობუსი კონკასთან გაჩერდება. ზემოთნახსენები საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებითაც ანალოგიური სქემით იმოძრავებს.

ხოლო მიკროავტობუსები, რომლებიც ორბელიანის მოედნისა და მშრალი ხიდის გავლით იუსტიციის სახლის მიმდებარედ გადაადგილდებოდნენ, ბარათაშვილის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადავლენ, მობრუნდებიან და ბარათაშვილის ხიდიდან იუსტიციის სახლთან ჩაუხვევენ",-აცხადებენ მერიაში.

გარდა ამისა, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება თაბუკაშვილის ქუჩაზე ფურცელაძის ქუჩის კვეთიდან ჭანტურიას ქუჩის კუთხემდეც. აქედან გამომდინარე, დროებით შეიცვლება იმ მიკროავტობუსების მარშრუტები, რომლებიც თაბუკაშვილის ქუჩიდან დავით აღმაშენებლისა და ფილარმონიის მიმართულებით მოძრაობდნენ. ისინი თაბუკაშვილის ქუჩაზე პუშკინის ქუჩის, თავისუფლების მოედნის, რუსთაველის გამზირისა და ჭანტურიას ქუჩის გავლით მოხვდებიან.

ქალაქ თბილისის მერია მოქალაქეებს  ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ოცნება“ - ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და საქართველოს შანტაჟის ენით ელაპარაკებიან
კალაძე - მოსახლეობას გააზრებული აქვს, რომ „ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად მშვიდობის შენარჩუნება შეუძლია
Politico - EU ივნისში უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს
მაისის განმავლობაში ბათუმს უცხოელი ჟურნალისტები 10-მდე ქვეყნიდან სტუმრობს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics