04:07 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-28 17:18:02, 2159 ნახვა

საზოგადოება
სეს: ტყვიის შემცველობაზე გამოვლენილი დარღვევები არ არის მასშტაბური და მოსახლეობის შეშფოთების საფუძველი არ არსებობს

სურსათის ეროვნული სააგენტო ტყვიის შემცველობაზე ჩატარებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გამოვლენილი დარღვევები არ არის მასშტაბური და მოსახლეობის შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული,  ბაზარზე უვნებელი სურსათის განთავსების და რეალიზაციის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის სურსათსა და სასმელ წყალში მძიმე მეტალების, მათ შორის, ტყვიის შემცველობაზე კვლევებს ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად, გამკაცრებული ნორმატივებით ინტენსიურად ახორციელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ  გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ ტარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, რაც მავნე სურსათის სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებას და განადგურებას გულისხმობს.

„ინფორმაცია გამოვლენილი დარღვევების შესახებ მიეწოდება შესაბამის უწყებებს-გარემოს დაცვის და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს.
ლაბორატორიული კვლევების და დარღვევების შესახებ ინფორმაცია არის საჯარო და განთავსებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე http://nfa.gov.ge/ge/inspeqtirebis-shedegebi
2012-2017 წლებში ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეულია ცხოველური და არაცხოველური სურსათის, სასმელი წყლისა და სასმელების 2687 ნიმუში საიდანაც ნორმასთან შეუსაბამობა გამოვლინდა 64 მათგანში ( აღებული ნიმუშების 2,38 %). 
აღებული ნიმუშების საერთო რაოდენობიდან ცხოველური წარმოშობის სურსათზე (ხორცი,კვერცხი რძის ნაწარმი)778 კვლევა ჩატარდა, საიდანაც დარღვევის 53 შემთხვევა 2015-2016 წლებში აღინიშნა. დარღვევებთან დაკავშირებით გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ტყვიის შემცველობაზე კვლევები ტარდება თაფლშიც სულ გამოკვლეულია თაფლის 80 ნიმუში (ლატვიის სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტი „ბიორ“-ში) სადაც არცერთი დარღვევა არ არის გამოვლენილი“,-ნათქვამია განცხადებაში. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics