00:02 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-28 15:22:37, 3636 ნახვა

საზოგადოება
ივა მინდაძე ზოგადი უნარების გამოცდის I, II და IV ვარიანტებში ბარიერის დაწევას ნაკლებად ვარაუდობს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე საგამოცდო ვარიანტების სირთულის დადგენის პროცედურასა და მეთოდოლოგიას განმარტავს.

როგორც მინდაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, აბსოლუტურად იდენტური ვარიანტების შემუშავება თეორიულადაც კი შეუძლებელია, ამიტომ  მიღებული ქულების შესადარებლად, აუცილებელია გათანაბრების მექანიზმის გამოყენება.

კერძოდ, მისი განმარტებით,  გამოცდაში ტესტის რამდენიმე ვარიანტის შემთხვევაში, ჯერ ხდება ქულების გათანაბრება,  (გათანაბრების შედეგად,  ყოველი აბიტურიენტი იღებს გათანაბრებულ ქულას), ხოლო შემდეგ ყველა ქულის ერთ სტანდარტულ სკალაზე გადასატანად, ხდება ქულების სკალირება  და ყოველ აბიტურიენტს ენიჭება თავისი სკალირებული ქულა.

რაც შეეხება იმას, თუ რა  პრინციპს ეყრდნობა ქულების გათანაბრების მექანიზმი, ივა მინდაძის თქმით, ითვლება ის, თუ რა ქულას მიიღებდა აბიტურიენტი, სხვა ვარიანტი რომ დაეწერა.  ანუ, აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა არის ის სავარაუდო ქულა, რასაც  მიიღებდა, ტესტის ყველაზე მარტივი ვარიანტი რომ დაეწერა.

როგორ შეიძლება იმის დადგენა, თუ რა ქულას მიიღებდა აბიტურიენტი იმ ვარიანტში, რომელიც მას არ დაუწერია?  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  აბიტურიენტების დიდი რაოდენობის გამო (თითოეულ ვარიანტს დაახლოებით 9-10 ათასი აბიტურიენტი წერს), საკმაოდ ზუსტ წარმოდგენას ამაზე ქმნის ეგრეთ წოდებული პროცენტილების მეთოდი, რომლითაც დგინდება, თავის ვარიანტში რამდენ პროცენტს აჯობა აბიტურიენტმა, შემდეგ ხდება მოძებნა სხვა ვარიანტებში ისეთი თეორიული ქულის, რომლის მიმღები აბიტურიენტიც იმ ვარიანტში ზუსტად იმდენსავე პროცენტს აჯობებდა.

„თეორიულადაც კი შეუძლებელია აბსოლუტურად იდენტური ვარიანტების შემუშავება, ამიტომ არის მეთოდი, რომელსაც ჰქვია გათანაბრება და შემდეგ სკალირება. გათანაბრებისას დიაპაზონში, ამ შემთხვევაში არის 24 ქულის დიაპაზონში სირთულე და შეიძლება ამ დიაპაზონში სხვა სირთულე იყოს სხვადასხვა ვარიანტში და საერთო სირთულე სხვა ჰქონდეს. ანუ, მთავარია ამ დიაპაზონში სირთულე რამდენ ადამიანს ეხება. დავუშვათ ერთ-ერთ ვარიანტში ამ ზღვარზე, სადაც ავიღებთ, არის სირთულის  კოეფიციენტი, რომელიც განსხვავდება სხვა ვარიანტებისგან, ვიღებთ ყველაზე მარტივს და ვამბობთ, რომ ყველამ, ვინც მიიღო 24 ქულა, გადალახა, მაგრამ ის ადამიანი, რომელიც რთულს წერდა, რომ დაეწერა იოლი, სად გაივლიდა მისი ზღვარი. ეს ორი  წერტილი იღება, შემდეგ ხდება ამის  შედარება, ასე გამოითვლება გათანაბრებული ქულა. ფორმულა დევს უშუალოდ ჩვენს ვებგვერდზე სკალირების პროცედურასთან ერთად. მაგრამ იდეა არის ის, რომ ის აბიტურიენტი, რომელსაც შედარებით უფრო რთული ვარიანტი შეხვდა, რა ქულას მიიღებდა, რომ დაეწერა ვთქვათ მეორე ვარიანტი (ცხადია,  ეს დაშვებაა) და ვათანაბრებთ ამ ქულებს. ამის გამო მოხდა, რომ მესამე ვარიანტი არის ასეთი დათვლით ყველაზე რთული ვარიანტი და სხვა ვარიანტები ამ დიაპაზონში მეტნაკლებად თანაბარია“,-განაცხადა ივა მინდაძემ.

კითხვაზე - არსებობს რაიმე შანსი, რომ სხვა ვარიანტებს ბარიერი 1 ქულით დაეწიოთ, ივა მინდაძე  ამბობს, რომ ეს პირველადი შედეგებია, თუმცა თავად სურათის შეცვლას ნაკლებად ვარაუდობს:

„ეს პირველადი შედეგებია, ცხადია, თუმცა გულწრფელად რომ გითხრათ, მე ნაკლებად  წარმომიდგენია, რომ შეიცვალოს ეს სურათი. თეორიული შანსი იცით როგორი არსებობს? ეს რომ იყოს თხზულებები, სადაც აპელაცია ცვლის შედეგს, ვიტყოდი, რომ  ასეთი შანსი არსებობს. აქ არის დახურული დავალება და თუკი პასუხი მანქანამ არასწორად დათვალა, მაგალითად, მესამე პასუხი რომ სწორია და მეოთხე დავალებაზე ბ არის სწორი, მეხუთეზე ც და ასე შემდეგ, ამაში შეცდომა თუ არის, მე პრაქტიკულად არ წარმომიდგენია ცვლილება იმიტომ, რომ ადამიანი ამას  არ ეხება, პროგრამულად სწორდება, ამიტომ შეცდომა პრაქტიკულად გამორიცხულია. გულახდილი რომ ვიყო, ნაკლებად წარმომიდგენია, რომ ეს სურათი შეიცვალოს,  სადაც მოსანიშნი პასუხებია, ცვლილებები არ წარმომიდგენია“,-აღნიშნა ივა მინდაძემ და დასძინა, რომ საბოლოო სურათი ცნობილი გახდება აპელაციის შემდეგ, რადგან პროცედურა ამას მოითხოვს.

„დახურული დავალებების აპელაცია  თავისთავად ნაკლებად ცვლის შედეგს.  წარმოიდგინეთ, თქვენ მონიშნეთ პასუხი სიტყვაზე ა, ან ბ, ის სწორი პასუხია, ან არაა სწორი პასუხი, სხვა შესაძლებლობა არ არის, მად როგორ უნდა შეიცვალოს შედეგები, არ ვიცი. ასევე, ძალიან გაგვიჭირდება განვსაზღვროთ გადატანისას, რა შეეშალა და რა - არა. ჩვენ რით ვიხელმძღვანელოთ?! ჩვენ ვხელმძღვანელობთ პასუხების ფურცლით. ვთქვათ, მოვიდა ადამიანი და მეუბნება, მინდოდა ა-ს მონიშვნა, მოვნიშნე ბ, როდესაც ტექსტი გამოქვეყნებულია, პასუხები ცნობილია, როგორ მოვიქცეთ?!  ასე შეუძლია ყველას ყველაფერზე მითხრას და ამ შემთხვევაში ჩვენ ვეყრდნობით მხოლოდ პასუხების ფურცელს. წინასწარ იციან, რომ მხოლოდ პასუხების ფურცელი სწორდება“,-განმარტა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძემ.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე  41 200-მდე აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების გამოცდაში ზღვარი აბიტურიენტთა 15%–მა ვერ გადალახა.  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის თქმით, შარშანაც იგივე შედეგები დაფიქსირდა. ჩაჭრილი 15%-დან  დაახლოებით 12%  ქართულენოვანი აპლიკანტები არიან. რთულ ვარიანტად  მესამე ვარიანტი  გამოცხადდა. აქედან გამომდინარე, ამ ვარიანტში გამსვლელი ქულა  21-ია, სხვა ვარიანტებში კი- 24.

სააპელაციო პროცესი ყველა გამოცდის შედეგის გამოცხადების შემდეგ დაიწყება და 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

 

თეონა ნოზაძე




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics