06:13 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-28 10:01:26, 2178 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სააკაშვილი: როგორც უკრაინაში ჩემი ჩასვლა ნიშნავს პოროშენკოს დამხობას ამ ყველაფრის შემდეგ, საქართველოშიც იგივეა

„რეპრესია მოსალოდნელი იყო. მე პატარა ბავშვი არ ვარ, საქართველოში ტყუილად არ ჩავიდა პოროშენკო და ივანიშვილს ტყუილად არ შეხვდა“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, „ოლიგარქებისთვის, რომლებიც უკრაინას მართავენ“, ის „სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხედ“ იქცა.

„ოლიგარქებისთვის, რომლებიც მართავენ უკრაინას, პოროშენკოს სახით და ახმეტოვის და სხვების, ეჭვს არ წარმოადგენდა არასდროს, რომ მათი მთავარი პრობლემა ვიყავი მე, უბრალოდ ახლა, მათ ეს საჯაროდ განაცხადეს და ეს ნათელი გახდა უკრაინელებისთვის. ამ ოლიგარქებისთვის მე ვიქეცი სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხედ. უკრაინაში მე მყავს ძალიან ძლიერი ორგანიზაცია. 100 ათასი აქტივისტი მხოლოდ ჩემ ორგანიზაციაში, 26 რეგიონში დიდი შტაბები, ძალიან საინტერესო ქსელი ახალგაზრდების კონკრეტულ სფეროში მოღვაწე ადამიანების, ბიზნესმენების. ამ ხალხთან ერთად ვაპირებთ უკრაინაში ხელისუფლების შეცვლას. რა თქმა უნდა, რაღაც რეპრესია მოსალოდნელი იყო. მე პატარა ბავშვი არ ვარ. საქართველოში ტყუილად არ ჩავიდა პოროშენკო, ივანიშვილს ტყუილად არ შეხვდა და ბათუმში ჩასვლა ტყუილად არ მოიგონა, იმიტომ, რომ ურეკში უნდოდა შევლა, ტყუილად არ ილაპარაკეს დიდი ხანი. რა თქმა უნდა, რაღაც ნაბიჯს გადადგამდნენ. ჩემი ინფორმაციით, როცა იყო საქართველოში ჩასული, იყო ივანიშვილთან ურეკში, ილაპარაკეს ამ თემებზე. პრობლემა იმაშია, რომ ივანიშვილსაც არ სჭირდება ჩემი საქართველოში ჩაყვანა. ასე რომ, ეს გააკეთა მაშინ, როცა არ ვიყავი უკრაინაში, ვინაიდან უკრაინაში რომ ვყოფილიყავი, მაშინ უნდა ყოფილიყო საუბარი საქართველოში ექსტრადიციაზე. საქართველოს ჩემი გადმოცემა არ სჭირდება. როგორც უკრაინაში ჩემი ჩასვლა ახლა უკვე ნიშნავს პოროშენკოს დამხობას, ამ ყველაფრის შემდეგ, საქართველოშიც იგივეა“, - განაცხადა სააკაშვილმა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics