23:00 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-27 19:11:54, 2632 ნახვა

ეკონომიკა
საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესულ ცვლილებებზე ბოლო საჯარო შეხვედრა ხვალ გაიმართება

საქართველოს საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესული ცვლილებების თაობაზე კომპანიების ფინანსური მენეჯერების, ბუღალტრების და სხვა დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით ხვალ  ფინანსთა სამინისტროში მეოთხე შეხვედრა გაიმართება.

 შეგახსენებთ, რომ ღია კარის დღეები უფასოა და სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით, ფინანსთა სამინისტროში 18:30 საათზე დაიწყება.

 საჯარო ლექცია, ასევე პირდაპირ ეთერში გადაიცემა ფინანსთა სამინისტროს Facebook გვერდის მეშვეობით და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გამოაგზავნონ მათთვის საინტერესო შეკითხვები კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

 ღია კარის დღეებზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაციის ფორმის შევსება.

განაცხადის შევსება შესაძლებელია როგორც ფინანსთა სამინისტროს, ისე მისი საქვეუწყებო დაწესებულებების ოფიციალურ ვებგვერდსა და Facebook-ის გვერდებზე განთავსებულ სპეციალურ ბმულებზე: http://sms.dev.fas.ge/register

 ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლები ყველა დაინტერესებულ პირს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას კანონმდებლობაში შესულ იმ მნიშვნელოვან და პოზიტიურ ცვლილებებზე, რომელიც სულ ახლახან ამოქმედდა.

 საქართველოს საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესულ ცვლილებებზე ფინანსთა სამინისტროში სამი შეხვედრა უკვე გაიმართა, რომელსაც ჯამში, 500-ზე მეტი მსურველი დაესწრო. 

(NS) 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის
ბორელი - მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ
რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics