01:44 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-27 16:39:04, 1628 ნახვა

საზოგადოება
მთავრობამ რთველის ორგანიზებულად ჩატარების ხელშეწყობის მიზნით სპეციალური სამთავრობო განკარგულება მიიღო

 მთავრობამ 2017 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების ხელშეწყობის მიზნით სპეციალური სამთავრობო განკარგულება მიიღო.

 აღნიშნულს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ  გამოეხმაურა. 

მინისტრის განცხადებით, 2017 წლის რთველის ორგანიზებასთან დაკავშირებით მთავრობას ახლებური მიდგომა ექნება, რის საფუძველსაც მეღვინეობის დარგში არსებული მდგომარეობა იძლევა.

„ბოლო წლების ღვინის ექსპორტის ტენდენცია მზარდია და მეღვინეობის დარგის მიმართულებით კონიუქტურა ძალიან გაჯანსაღებულია. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ რთველის პროცესი ჩაივლის ორგანიზებულად და კერძო სექტორის მხრიდან იქნება დიდი დაინტერესება და მოთხოვნა ყურძნის შესყიდვაზე. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ღვინის გადამუშავების ნაწილში სუბსიდია საჭირო აღარ იქნება ძირითად ინდუსტრიულ ჯიშებზე როგორც საფერავზე, ისე რქაწითელსა და კახურ მწვანეზე“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა აგრძელებს ბრენდის წარმოების ხელშეწყობას სხვადასხვა მექანიზმით, მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტებით.

„ბოლო წლებში ჩვენ დავინახეთ, რომ ქართული ბრენდის ხარისხი და შესაბამისად წარმოების პროცესი არის გაუმჯობესებული და გვექნება კომპენსაცია რქაწითელსა და კახურ მწვანეზე იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები აწარმოებენ ბრენდს და ყურძნის კონცენტრირებულ ტკბილს, ისინი მიღებენ კომპენსაციას სახელმწიფოს მხრიდან 35 თეთრს, რომ მათი საფასო პოლიტიკა იყოს კონკურენტუნარიანი და ჰქონდეთ მეტი მოტივაცია პროცესში ჩასართავად. ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ საბრენდე სპირტის წარმოებას, რომელიც შემავსებელი ინდუსტრიაა ღვინის სექტორთან ერთად“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, დარგის გაჯანსაღების მიზნით გარკვეული სიახლეები იგეგმება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშიც.

„დაცული ადგილწარმოშობის ღვინის „ხვანჭკარის“ შემთხვევაში შეგვაქვს ცვლილებები ღვინის სპეციფიკაციაში, რომლის მიხედვითაც 2019 წლიდან „ხვანჭკარის“ გადამუშავების პროცესი უნდა მოხდეს უშუალოდ ადგილწარმოშობის ზონაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სიახლეა რეგიონის მაცხოვრებლებისათვის და ადგილობრივი მწარმოებლებისთვის. ეს უნდა იყოს უმტკივნეულო გადასვლა და ღვინის კომპანიებს ვაძლევთ ვაას, რომ 2019 წლისთვის დაიჭრონ თადარიგი“, - განაცხადა დავითაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში დღეის მდგომარეობით ვითარება ასეთია  დაფინანსებულია და დამატებით ფუნქციონირებს 24 ახალი საწარმო (ალკოჰოლური სასმელების წარმოება, ღვინის წარმოება, ბრენდის წარმოება), გაფართოებულია 48 საწარმო (ღვინის წარმოება, ბრენდის წარმოება), აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვეულია 5 123 ჰა ფართობზე გაშენებული ვენახი, აქტიურად მიმდინარეობს საქსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, სტაბილურად მზარდია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექპორტის ტენდენცია და შესაბამისად, კომპანიების მხრიდნ გაზრდილია მოთხოვნა ყურძნის შესყიდვაზე. 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ხარსისხიან, კონდიცირებულ ყურძენზე სუბსიდიის გაცემის საჭიროება არ არსებობს და განკარგულების თანახმად, აღარ გაიცემა. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან დამატებით 35 თეთრს მიიღებენ.

განსაკუთრებული მნიშვნელობიდან - დაცული ადგილწარმოშობა - გამომდინარე, 2017 წლის რთველის სეზონზე სუბსიდია შენარჩუნდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში „ხვანჭკარის“ ჯიშებზე - ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე - 1კგ-ზე გაიცემა 2 ლარი.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან შეიზღუდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან სახვანჭკარე ჯიშების (მუჯურეთული, ალექსანდროული) სხვა რეგიონში გადამუშვების მიზნით გატანა.

მთავრობის გადაწყვეტილება - 2017 წლის რთველის ფარგლებში მოახდინოს მუჯურეთულისა და ალექსანდროულის სუბსიდია - რაჭაში ღვინის გადამამუშავებელი საწარმოების განვითარების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

2017 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველსაყოფად, განკარგულების თანახმად, შეიქმნება საკოორდინაციო შტაბი სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ააიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს და სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების (კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონები) წარმომადგენლების შემადგენლობით.

ყურძნის რეალიზაციისთვის თვითმმართველ ქალაქებში სპეციალური ადგილები გამოიყოფა. 

წარმოების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიებისათვის, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, გაგრძელდება სესხების გაცემა საბრუნავი საშუალებების მიზნობრიობით.

(NS) 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics