03:18 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-27 16:30:22, 2063 ნახვა

საზოგადოება
სახალხო დამცველი თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებას უარყოფითად აფასებს

საქართველოს სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობაში იმ ცვლილების შეტანას, რომლის შედეგად საქართველოში თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული (სადა) შეფუთვით რეალიზაციის/განლაგების მომწესრიგებელი ნორმების ამოქმედების ვადად 2018 წლის 1 იანვრის ნაცვლად  2022 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა.

კერძოდ, აღნიშნული ცვლილება გუშინ, ერთი მოსმენით „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შევიდა.

„იმედს გამოვთქვამთ, რომ 2017 წლის გაზაფხულზე „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული სხვა პოზიტიური ცვლილებები (დახურულ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევის სრულ აკრძალვა, თამბაქოს პირდაპირი და არაპირდაპირი რეკლამირებისა და პოპულარიზაციის აკრძალვა, თამბაქოს ნაწარმზე პიქტოგრამებისა და სამედიცინო გაფრთხილების დატანის წესს და ა. შ.) უკვე დადგენილ ვადებში ამოქმედდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან საქართველოს მაცხოვრებელთა, განსაკუთრებით კი არასრულწლოვანთა დაცვა კიდევ მრავალი წლით გადაიდება, რაც საბოლოოდ ძალზედ უარყოფითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. საქართველოს სახალხო დამცველი მომავალშიც მიადევნებს თვალყურს ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულებას“,-ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics