05:22 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-27 16:00:01, 2489 ნახვა

ეკონომიკა
ვებგვერდზე eAuction.ge გადახდა გამარტივდა

ვებგვერდზე eAuction.ge გადახდა გამარტივდა. ვებგვერდის საგადახდო სისტემას სს ,,ტერაბანკი“ შემოუერთდა.

www.eAuction.ge-ს მომხმარებლებს საშუალება აქვთ, ტერაბანკის ვიზა ბარათებითაც განახორციელონ ელექტრონული გადახდები და სხვადასხვა ტიპის ფინანსური ოპერაციები ხელსაყრელი საკომისიო ტარიფით.

დღეის მდგომარეობით ვებგვერდზე 5 კომერციული ბანკის ელექტრონული კომერცია მოქმედებს:

  • ლიბერთი ბანკი
  • საქართველოს ბანკი
  • თიბისი ბანკი
  • ქართუ ბანკი
  • ტერაბანკი

ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს საშუალება აქვს ისარგებლოს სასურველი ბანკის მომსახურებით და გადაიხადოს აუქციონში მონაწილეობის საგარანტიო/დარჩენილი ღირებულებები, ამასთან, გადაიხადოს ვებგვერდით სარგებლობის მომსახურების თანხები.

დამატებით, ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს საშუალება აქვს ლიბერთი ბანკის თვითმომსახურების ტერმინალებით (LB PAY აპარატი), სწრაფად და მარტივად, განახორციელოს ელექტრონული აუქციონის საგარანტიო, დარჩენილი ღირებულებებისა და ვებგვერდის მომსახურების თანხების გადახდა.

LB PAY აპარატის მეშვეობით ჩასარიცხი თანხის ლიმიტი განსაზღვრულია 0,5 ლარიდან - 1500 ლარამდე.

სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“ განაგრძობს განვითარებას და მაქსიმალურად ამარტივებს ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ პროცედურებს.

ვებგვერდის eAuction.ge მეშვეობით ნებისმიერი დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირი სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული უძრავ/მოძრავი ქონების ინტერნეტ აუქციონის მეშვეობით ყიდვა/გაყიდვის სერვისით სარგებლობას შეძლებს.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics