15:34 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-27 15:44:16, 2729 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კაპანაძე: სააკაშვილის ექსტრადირების მცდელობით, ჩვენი ქვეყნის პრესტიჟი კიდევ უფრო გაუარესდება

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას შეეცდება.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ამით ქვეყნის რეპუტაცია კიდევ უფრო დაზიანდება.

„დიდი ალბათობით საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს პოლიტიკურ დევნას და შეეცდება მოახდინოს ექსტრადირება საქართველოს მესამე პრეზიდენტის. ეს ძალიან დიდი შეცდომა იქნება იმიტომ, რომ ის დაზიანებული რეპუტაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს პოლიტიკური დევნის შედეგად კიდევ უფრო იქნება დაზიანებული. საბოლოო ჯამში, არაფერი გამოუვათ, მაგრამ შედეგი იქნება ის, რომ ჩვენი ქვეყნის პრესტიჟი ამ მცდელობის შედეგად კიდევ უფრო გაუარესდება“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

როგორც ცნობილია, საქართველოს ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობა ჩამორთმეულია უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით, მოქალაქეობის მიღების პროცედურის დროს არასწორი ინფორმაციის მიწოდების მოტივით.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თავდაცვის მინისტრი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდს დაესწრო
შოლცი - გერმანია უკრაინისთვის Taurus-ების მიწოდებაზე უარს ამბობს, რადგან რუსეთსა და ნატოს შორის ომის თავიდან არიდებას ცდილობს
ნინო თანდილაშვილმა ბრიუსელში, გენერალური დირექტორატის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 143-მდე გაიზარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics