18:53 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-27 14:35:40, 2646 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სოსო ცინცაძე: როგორც ჩანს, უკრაინის მმართველმა ძალამ გადაწყვიტა, რომ სააკაშვილი „დაუკრეფავში“ გადავიდა

„როგორც ჩანს, უკრაინის მმართველმა ძალამ გადაწყვიტა, რომ  სააკაშვილმა ცოტა მეტი აიღო საკუთარ თავზე და „დაუკრეფავში“ გადავიდა“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიერ, საქართველოს ექს პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას.

 ცინცაძის შეფასებით,  მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოსა და მისი კლანის  ინტერესებსაც შეეხო. ცინცაძე ფიქრობს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით პოროშენკოს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან უკრაინაში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია ამაზე მიუთითებდა.

„პოროშენკო არავითარ შემთხვევაში ფეხს არ ჩამოდგამდა საქართველოში, მას რომ უკვე არ ჰქონოდა მიღებული გადაწყვეტილება, გათავისუფლებულიყო სააკაშვილისგან,  რადგან მანამდე, სანამ სააკაშვილი  პოროშენკოს წესებით თამაშს თამაშობდა, ოდესაში სცდილობდა რაღაც კორუფცია აელაგმა, მაგრამ როგორც კი სააკაშვილმა თავის დროზე პირველი სერიოზული მარცხი განიცადა ოდესის მერის არჩევნებში, სადაც   ოფიციალური კიევი მას მხარში არ დაუდგა, უკვე ცხადი იყო, რომ სააკაშვილის ვარსკვლავის საათი უკრაინაში გაფერმკრთალდა. მას შემდეგ მისი რამდენიმე წარუმატებელი აქცია  ოდესაში, შემდეგ გენერალური პროკურორის ამბები- მისი კანდიდატის მოხსნა,  პირველი მოადგილის, აქედან წაყვანილი ბიჭის, გენერალური პროკურორი შეცვალეს, მაგრამ ეს არ  წარადგინეს ისევ. უკვე ცხადი იყო და როგორც ჩანს, უკრაინის მმართველმა ძალამ გადაწყვიტა, რომ  სააკაშვილმა ცოტა მეტი აიღო საკუთარ თავზე და დაუკრეფავში გადავიდა, როგორც  ჩანს, პოროშენკოს ინტერესებსაც შეეხო ის და მისი კლანის ინტერესებსაც, ვინაიდან უკრაინა, რომ დღეს ყურებამდეა ჩაფლული კორუფციაში, ეს უკვე აფრიკაშიც კი იციან. ამიტომ, აქ არაფერია მოულოდნელი, სენსაცია. ეს გადაწყვეტილი იყო“,-განაცხადა სოსო ცინცაძემ და დასძინა, რომ როგორც ჩანს, უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში ახალი ეტაპი იწყება.

„ელჩი არის უკრაინაში დუმბაძე, რომელიც პროფესიონალი დიპლომატია. უკრაინას შეუძლია, სერიოზული დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს იარაღის იმ სახეობების მიწოდებაში, რასაც დასავლეთი, ამერიკა საქართველოს უარს ეუბნება,  უკრაინას უამრავი იარაღი აქვს გამოუყენებელი. ეს თანამშრომლობის  ერთი სფეროა. გარდა ამისა, ნებისმიერ შემთხვევაში, რა მძიმე მდგომარეობაშიც  არ უნდა იყოს უკრაინა, მისი რესურსები  საქართველოსთვის ძალიან მიმზიდველია. პოროშენკომ, თითქოს, ის ჯებირი, ბარიერი, რომელიც უკრაინა-საქართველოს ურთიერთობის გზაზე იდგა, სააკაშვილის სახით, მოხსნა. ვნახოთ, რა იქნება“,-აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

როგორც ცნობილია, საქართველოს ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობა ჩამორთმეულია უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით, მოქალაქეობის მიღების პროცედურის დროს არასწორი ინფორმაციის მიწოდების მოტივით.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობა“ პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
მოლდოვის საგარეო მინისტრი - კიშინეუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე ყოყმანობს - ამან, შესაძლოა, ნეგატიური რეაქცია გამოიწვიოს
ჰანკე ბრუინს სლოტი - ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შეიძლება საქართველოს EU-ის გზა დააზიანოს
ნინო ნიჟარაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ხულოს სოფლის ექიმებთან შეხვედრა გამართა და ჟანგბადის კონცენტრატორები გადასცა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics