02:29 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-27 13:06:00, 2027 ნახვა

საზოგადოება
NDI: ნდობის რეიტინგში 34%-ით „რუსთავი2“ ლიდერობს, მეორე ადგილზე კი 32%-ით „იმედია“

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ტელევიზიების რეიტინგში მცირედით  „რუსთავი2“ ლიდერობს.

კერძოდ, კითხვაზე-ყველაზე მეტად რომელ არხს ენდობით პოლიტიკისა და მიმდინარე  მოვლენების შესახებ  სანდო ინფორმაციის მისაღებად, გამოკითხულთა 34%-მა „რუსთავი2“ დაასახელა, 32%-მა „იმედი“, 16% ამბობს, რომ არც ერთს ენდობა,  პირველ არხს გამოკითხულთა 3% ენდობა,  ობიექტივს-2%, პალიტრTV-1%, მაესტრო-1%, რუსეთის პირველი არხი-1%, ჯი-დი-ესი-1%, სხვა-6%.

NDI-მ და CRRC–საქართველომ დღეს მედიას   საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარუდგინეს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics