00:11 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-27 13:03:04, 2086 ნახვა

პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობის შეფასებით, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა  უმრავლესობა, 46% აცხადებს, რომ ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა.

მხოლოდ 2% ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ მეორე ადგილს დაიკავებდა. გამოკითხულთა 33% აცხადებს, რომ არ იცის, გაიმარჯვებდა თუ არა „ქართული ოცნება“, ასევე გამოკითხულთა 12% ამბობს, რომ არ იცის, დაიკავებდა თუ არა „ქართული ოცნება“ მეორე ადგილს.

გამოკითხულთა 5%-ს სჯერა, რომ ადგილობრივი თვითმმართელობის არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებდა, 23% ამბობს, რომ  მეორე ადგილს დაიკავებდა, „ევროპული საქართველოს“ გამარჯვებაში გამოკითხულთა 2%-ია დარწმუნებული, გამოკითულთა 5% კი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პარტია მეორე ადგილს დაიკავებდა. „პატრიოტთა ალიანსის“ გამარჯვების სჯერა გამოკითხულთა 1%-ს, ხოლო 3% ამბობს, რომ „ალიანსი“ მეორე ადგილს   დაიკავებდა.

NDI-მ და CRRC–საქართველომ დღეს მედიას   საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარუდგინეს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics