12:54 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-26 16:48:00, 1976 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე: „ოცნების“ და მათ შორის, ივანიშვილის მიერ დაწყებული რეფორმისა და სტრატეგიის ხარისხის დაცვა მე მიწევს

„ძალიან საინტერესო როლში ვხედავ ჩემს თავს, როდესაც მე მიწევს „ქართული ოცნების“ მიერ და მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული რეფორმის და დაწერილი სტრატეგიის მნიშვნელობისა და ხარისხის დაცვა, თუმცა რადგან პრეზიდენტი არაპარტიული და ზეპარტიულია, სწორედ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნავს, რა რეფორმა როდის იყო პროგრესული“,-ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე საუბრისას განაცხადა.

დოლიძის თქმით, სამწუხაროა, რომ შესაბამისი გააზრების, გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვის გარეშე ხდება 7 თვითმმართველი ერთეულისათვის თვითმმართველობის ჩამორთმევა და იქ არჩევნების გაუქმება.

„ძალიან საინტერესო როლში ვხედავ ჩემს თავს, როდესაც მე მიწევს „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებული რეფორმის და მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული რეფორმის და დაწერილი სტრატეგიის მნიშვნელობისა და ხარისხის დაცვა, თუმცა, რადგან პრეზიდენტი არაპარტიული და ზეპარტიულია, სწორედ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, დიახ, პრეზიდენტი აღნიშნავს, რა რეფორმა როდის იყო პროგრესული. იმ რეფორმას, რომელიც განხორციელდა, რომლის მიხედვითაც, კიდევ მეტი საშუალება მიეცა მეტ ქალაქს, რომ ეცხოვრა თავისი ცხოვრებით, და სოფელს, რომ ეცხოვრა საკუთარი ცხოვრებით, ამ რეფორმას ძალიან ბევრი პოზიტიური შედეგი მოჰყვა. ყველაზე საინტერესოა, რომ მმართველი პარტიიდან, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის ჩათვლით, მოვისმინეთ ბევრი პოზიტიური ამ რეფორმასთან დაკავშირებით. რომ გაიზარდა შემოსავლები, რომ გაუმჯობესდა სერვისები, ამის შედეგად ჩვენ ვიღებთ ძალიან საინტერესო და პრინციპში ალოგიკურ შედეგს, როდესაც უქმდება ის თვითმმართველობები, რომლებმაც ასეთ წარმატებებს და გარღვევებს მიაღწიეს ძალიან მცირე დროში. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვაწყდებით შემთხვევას, როდესაც სპონტანურად, შესაბამისი გააზრების, ანალიზის და რაც მთავარია, გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვის გარეშე ხდება 7 თვითმმართველი ერთეულისათვის თვითმმართველობის ჩამორთმევა და იქ არჩევნების გაუქმება. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ კიდევ ერთხელ არ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ამ ცვლილებების უარყოფით შედეგთან დაკავშირებით“,-განაცხადა ანა დოლიძემ.

გიორგი მარგველაშვილმა "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა" და "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს ვეტო დაადო და პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს გადაეგზავნა.

პრეზიდენტის აზრით, ორივე კანონის სულისკვეთება ასუსტებს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესს, პლურალიზმს და სახელმწიფოს ფუნქციონირებაში მოსახლეობის ჩართულობის ხარისხს.

საქართველოს პრეზიდენტის ვეტო “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექს“ ეხება, რომლითაც 7 თვითმმართველ ქალაქს -  თელავს, ოზურგეთს, ზუგდიდს, გორს, ამბროლაურს, მცხეთას და ახალციხეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოერთმევა.

“ამ ქალაქებს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი 2014 წელს, “ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული რეფორმის ფარგლებში მიენიჭა, რომელიც დასაწყის ეტაპზე, ამ სტატუსის მინიჭებას 7 ქალაქისთვის ითვალისწინებდა. იგეგმებოდა პროცესის უფრო გაღრმავებაც.

ეს თავის დროზე შეფასდა უაღრესად დადებითად, როგორც ქართული საზოგადოების, ისე საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ამის უკან შეტრიალება აბსოლუტურად არამოტივირებული და მიუღებელია.

7 ქალაქისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებასა და გაძლიერებას ქვეყანაში.

არადა თვითმმართველობა არის ის რეალური , ერთადერთი, ეფექტური დემოკრატიული მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მთავრობის, ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტურ სამსახურს, მთავარი შემკვეთის, ამომრჩევლის მიმართ და ამაზე ეფექტური მექანიზმი როგორ უნდა ემსახუროს სახელმწიფო საზოგადოებას არ არსებობს. ეს პროცესი პირიქით უნდა გაღრმავებულიყო”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

„საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებული შენიშვნები ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკითხებს ეხება.

“კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, ერთი მხრივ ცესკოში მმართველ პარტიას მეტი რაოდენობის წევრი ეყოლება და მეტი შესაძლებლობა ეძლევა, მეორე მხრივ, კი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ცესკოს შემადგენლობაში აღარ იქნება ასახული.

ეს თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას აკნინებს და ასუსტებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას. საარჩევნო სტრუქტურებში პოლიტიკური პლურალიზმი უნდა გაძლიერდეს და გაღრმავდეს, რომ ამ სტრუქტურების ეფექტურობის და სამართლიანობის მიმართ ჩვენი საზოგადოების ნდობა კიდევ უფრო ამაღლდეს”, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა 20 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია - მოვითხოვთ, რომ მთავრობამ ზედმიწევნით დაიცვას გამოხატვის თავისუფლება
DW - შოლცი - რუსეთთან დაახლოებულ ქვეყნებს ეჭვი ეპარებათ, რომ უკრაინაში ომს რუსეთისთვის აზრი აქვს
რიჰარდს კოლსი- კანონის მიღება სიტყვისა თუ აზრის გამოხატვის ნებისმიერი თავისუფლების შეზღუდვა
უკრაინის საჰაერო ძალები - 7 რუსული რაკეტიდან 2 ღამით გავანადგურეთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics