05:57 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-26 16:31:05, 2310 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: 2014 წელს კონსტიტუცია დაირღვა, პრეზიდენტმა კი ხმა არ ამოიღო, რადგან რეფორმის ინიციატორები მისი მეგობრები იყვნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2014 წელს თვითმმართველობის რეფორმა არ იყო თანმიმდევრული, კარგად გააზრებული და სტრატეგიის დოკუმენტი,  რომელსაც ის ეფუძნებოდა, აბსოლუტურად უხარისხო  იყო.

ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას აღნიშნა.

„დოკუმენტში საუბარია 2014 წლის რეფორმაზე და სხდომათა დარბაზშიც ითქვა, რომ თურმე ეს ყოფილა თანმიმდევრული რეფორმა, კარგად გააზრებული რეფორმა, რომელიც კონკრეტულ სტრატეგიას ეფუძნებოდა. აქ არის ნახსენები ეს სტრატეგია. ყველას გირჩევთ, ნახოთ ეს დოკუმენტი და თუ ვინმეს შეგიძლიათ ხარისხიანი დოკუმენტი უწოდოთ იმას, რაც მაშინ ჩვენმა კოალიციურმა პარტნიორმა პარტიამ მოამზადა თვითმმართველობის რეფორმისთვის, მაშინ, არ ვიცი, შემიძლია ხელები ავწიო. იყო აბსოლუტურად უხარისხო დოკუმენტი. უნდა ყოფილიყო საუბარი დეცენტრალიზაციაზე  ამ დოკუმენტში და დეცენტრალიზაციას გაკვრით ეხება რეალურად ეს დოკუმენტი“,-განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, კონსტიტუციის მიხედვით, ჯერ უნდა გაიმართოს კონსულტაციები, შემდეგ უნდა მიიღონ ცვლილებები, 2014 წელს კი ეს პირიქით მოხდა. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, „მაშინ პრეზიდენტს ხმა არ ამოუღია, რადგან რეფორმის ინიციატორები მისი მეგობრები იყვნენ“.

„პროცესთან დაკავშირებით მინდა შეგახსენოთ ერთი რამ, დღეს საუბარია, რომ ვაკრიტიკებთ იმ პროცესს, რომელიც წარიმართა. ამ დროს, ყველა საკრებულოში გაიმართა სხდომები, ყველა საკრებულომ ამ ცვლილებებს მხარი დაუჭირა. რა მოხდა 2014 წელს? მაშინ პრეზიდენტს ამასთან დაკავშირებით ხმა არ ამოუღია, მაშინ, როდესაც კონსტიტუცია პირდაპირ დაირღვა. კონსტიტუცია დაირღვა პირდაპირ, პრეზიდენტმა ხმა არ ამოიღო იმის გამო, რომ მისი მეგობრები იყვნენ ამ რეფორმის ინიციატორები. ჯერ მიიღეს ცვლილებები თვითმმართველობის კოდექსში, იქ ჩაიწერა, რომ იყოფოდა 7 თვითმმართველი ერთეული, მას შემდეგ, რაც უკვე მიღებული იყო თვითმმართველობის კოდექსი, შემდეგ დაიწყო კონსულტაციები. მაშინ არც პრეზიდენტს, არც არავის ხმა არ ამოუღია, რადგან პოლიტიკურად ვიღაც ვიღაცებს ეს ყველაფერი აწყობდათ. დღეს, როდესაც ყველაფერი კანონმდებლობის მიხედვით წარიმართა, არის საუბარი იმაზე, რომ თითქოს თურმე რაღაცები ყოფილა დარღვეული. ეს ასე არ არის“,-აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ ყურადღება გაამახვილა, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში, მისი თქმით,  არსებულ შეუსაბამობაზე:

„რა შუაშია ვეტოსთან საერთოდ არ ვიცი, წარმოდგენილ დოკუმენტში საუბარია შუალედური დონის, ანუ სამხარეო თვითმმართველობის ფორმირებაზე, შემდეგ საუბარია იმაზე, რომ ეს თურმე დაკავშირებულია ევროკავშირთან დადებულ ასოცირების ხელშეკრულებასთან, რა შუაშია საერთოდ? ვინც ოდნავ ერკვევა, ან ასოცირების შეთანხმებაში, ან რეგიონულ მოწყობაში, ან თვითმმართველობაში, ამ ორ მოვლენას ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი მარგველაშვილმა "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა" და "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს ვეტო დაადო და პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს გადაეგზავნა.

პრეზიდენტის აზრით, ორივე კანონის სულისკვეთება ასუსტებს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესს, პლურალიზმს და სახელმწიფოს ფუნქციონირებაში მოსახლეობის ჩართულობის ხარისხს.

საქართველოს პრეზიდენტის ვეტო “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექს“ ეხება, რომლითაც 7 თვითმმართველ ქალაქს -  თელავს, ოზურგეთს, ზუგდიდს, გორს, ამბროლაურს, მცხეთას და ახალციხეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოერთმევა.

“ამ ქალაქებს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი 2014 წელს, “ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული რეფორმის ფარგლებში მიენიჭა, რომელიც დასაწყის ეტაპზე, ამ სტატუსის მინიჭებას 7 ქალაქისთვის ითვალისწინებდა. იგეგმებოდა პროცესის უფრო გაღრმავებაც.

ეს თავის დროზე შეფასდა უაღრესად დადებითად, როგორც ქართული საზოგადოების, ისე საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ამის უკან შეტრიალება აბსოლუტურად არამოტივირებული და მიუღებელია.

7 ქალაქისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებასა და გაძლიერებას ქვეყანაში.

არადა თვითმმართველობა არის ის რეალური , ერთადერთი, ეფექტური დემოკრატიული მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მთავრობის, ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტურ სამსახურს, მთავარი შემკვეთის, ამომრჩევლის მიმართ და ამაზე ეფექტური მექანიზმი როგორ უნდა ემსახუროს სახელმწიფო საზოგადოებას არ არსებობს. ეს პროცესი პირიქით უნდა გაღრმავებულიყო”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

„საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებული შენიშვნები ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკითხებს ეხება.

“კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, ერთი მხრივ ცესკოში მმართველ პარტიას მეტი რაოდენობის წევრი ეყოლება და მეტი შესაძლებლობა ეძლევა, მეორე მხრივ, კი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ცესკოს შემადგენლობაში აღარ იქნება ასახული.

ეს თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას აკნინებს და ასუსტებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას. საარჩევნო სტრუქტურებში პოლიტიკური პლურალიზმი უნდა გაძლიერდეს და გაღრმავდეს, რომ ამ სტრუქტურების ეფექტურობის და სამართლიანობის მიმართ ჩვენი საზოგადოების ნდობა კიდევ უფრო ამაღლდეს”, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა 20 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics