12:01 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-26 15:13:01, 2183 ნახვა

ეკონომიკა
Global Finance-მა „თიბისი ბანკი“ 6 ნომინაციაში საუკეთესო ბანკად დაასახელა

საერთაშორისო გამოცემამ Global Finance-ი  მსოფლიოში საუკეთესო ბანკების და ფინანსური ინსტიტუტების რეიტინგები გამოაქვეყნდა (2017 World's Best Digital Bank Award).

თიბისი ბანკმა მოიპოვა საქართველოში საუკეთესო ციფრული ბანკის წოდება, როგორც ფიზიკური პირებისათვის, ასევე ბიზნეს მომხმარებლებისთვის. ამასთან, საუკეთესო ონლაინ ბანკის წოდება თიბისი ბანკმა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის 4 კატეგორიაში მოიპოვა. თიბისი ბანკი უკვე ზედიზედ მეექვსე წელია იღებს პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოებს Global Finance -სგან.

თიბისი ბანკმა აიღო ჯილდოები შემდეგ ნომინაციებში:

1.    საუკეთესო ინტეგრირებული ონლაინ მომსახურება ფიზიკური პირებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;

2.    საუკეთესო საბანკო მობილური აპლიკაცია ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;

3.    საუკეთესო ინტეგრირებული ონლაინ მომსახურება ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;

4.      საუკეთესო ბანკი სოციალურ მედიაში ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;

საერთაშორისო კონკურსი, რომლის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით გამოავლინოს საუკეთესო ბანკები სხვადასხვა ნომინაციაში, ყოველწლიურად ტარდება.  კონკურსი 2 ნაწილისგან შედგება, პირველ  ეტაპზე ვლინდება ქვეყანაში და რეგიონში საუკეთესო ბანკები, ხოლო მეორე ეტაპზე  მსოფლიო მასშტაბით საუკეთესოები.

გამარჯვებული ბანკები რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა, მათ შორის, მომხმარებლის მოზიდვისა და სერვისის სტრატეგია ციფრულ საბანკო მომსახურებაში, ონლაინ კლიენტების ზრდა, შეთავაზებული პროდუქტების ფართო არჩევანი,  ვებგვერდის და მობილური აპლიკაციის დიზაინი და ფუნქციონალი.

„ჩვენ ციფრული საბანკო მომსახურების ეპოქაში ვცხოვრობთ. 2017 წლის გამარჯვებული ბანკები ნათლად წარმოაჩენენ თუ რა მნიშვნელობა აქვს მუდმივ ინოვაციებს პროდუქტებში, სისტემებსა და სერვისებში. კორპორაციული კლიენტები თუ  ფიზიკური პირები ბანკებისგან ახალ, გარდამტეხ ცვლილებებს ელოდებიან და წლევანდელი გამარჯვებულები მუდმივად პასუხობენ მომხმარებლის მოლოდინებს", - განაცხადა ჯოზეფ დ. გარაპუტომ, "Global Finance"-ის გამომცემელმა და დირექტორმა.

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, „თიბისი ბანკისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ციფრული სერვისები და ამ მიმართულებით მუდმივად გააუმჯობესოს მომსახურება. ჩვენი სტრატეგიული მიზანია გავხდეთ საუკეთესო ციფრული კომპანია საქართველოსა და რეგიონში და ამისთვის მრავალ საინტერესო და ინოვაციურ პროექტს ვახორციელებთ."

2012 წლიდან დღემდე თიბისი ბანკს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული Global Finance -სგან სხვადასხვა ნომინაციაში. World's Best Digital Bank Award-ის წლევანდელ გამარჯვებულებს შორის არიან ისეთი ბანკები როგორიცაა, Citi, SEB Bank, mBank, Raiffeisen bank, UniCredit, Sberbank და სხვ.

 

(R)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შალვა პაპუაშვილი - 29 აპრილს „ქუდზე კაცი“ უნდა გამოვიდეს
ნასარიძე - ხორბლის საჰექტრო მოსავლიანობის გაზრდის მიმართულებით სახელმწიფო აქტიური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე 4 პირი დააკავეს
CNN - მალაიზიაში საზღვაო ძალების 2 ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics