07:59 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-26 14:31:52, 1191 ნახვა

სამხედრო
„ღირსეული პარტნიორი 2017“-ში მონაწილე ამერიკული მძიმე ტექნიკის ნაწილი უკვე ვაზიანშია

ამერიკული მძიმე ტექნიკა ფოთის პორტიდან ვაზიანში სარკინიგზო გზით ჩამოვიდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ემ-1 ა-2 ტიპის ტანკები „აბრამსები“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლები" -ის ვაზიანში ეშელონებიდან გადმოტვირთვას საქართველოს სახმელეთო ჯარების არმოსავლეთ სარდალი, სწავლების ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე დაესწრო.

მრავალეროვნული სწავლება „Noble Partner 2017-ს“ საქართველოს შეიარაღებული ძალები და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობა ვაზიანის პოლიგონზე მესამედ ჩაატარებს. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობას საქართველო შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები, დიდი ბრიტანეთის სადესანტო ასეული, გერმანიის ბუნდესვერის მექანიზებული ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი, უკრაინის ერთი ქვეითი ოცეული, სომხეთის სამედიცინო ასეული (საველე ლაზარეთი), სლოვენიის ქვეითი ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი და თურქეთის შეიარაღებული ძალებიდან 4 ოფიცერი მიიღებს მონაწილეობას.

„Noble Partner 2017-ის“ მიზანი სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ–ჩვევების გაუმჯობესება, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდა, ნატოს რეაგირების ძალების (NRF) საწვრთვნელი შესაძლებლობის განვითარება და თანამშრომლობის გაღრმავება NRF-ში მონაწილე ქვეყნებს შორის, ასევე ლოგისტიკური დაგეგმვისა და აღსრულების პროცედურების დახვეწაა. სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics