06:51 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-26 14:09:09, 2282 ნახვა

ეკონომიკა
„ქართული ლუდის კომპანიას“ ნიდერლანდების ელჩი იოს დაუმა ესტუმრა

ს.ს „ქართული ლუდის კომპანიას“  ნიდერლანდების  სამეფოს სრულუფლებიანი  ელჩი იოს  დაუმა  სტუმრობდა.

სტუმარმა არაოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქარხანაში არსებული ტექნიკა - დანადგარები და  საწარმოო  პროცესები  დაათვალიერა. 

საწარმოს  საქმიანობის სამომავლო გეგმებზე  ელჩს  „ქართული ლუდის კომპანიის“ დირექტორი  კახაბერ კოტრიკაძე  ესაუბრა. მანვე  გაუწია მეგზურობა იოს დიუმას, რომელიც დაინტერესებული იყო საქართველოში ჰოლანდიური პრემიუმ ბრენდის ლუდი „ბავარიის“  წარმოების  ტექნოლოგიით.

„მოხარული ვარ,   რომ დღეს „ზედაზენის“  ქარხანაში ვიმყოფები. მინდოდა  ჩემი თვალით მენახა ის  საწარმო, რომელიც მჭიდროდ  თანამშრომლობს  ჰოლანდიის   ანალოგიური მიმართულებების  წარმოებებთან.  დღეს  კიდევ ერთხელ  დავრწმუნდი,  ორ  ქვეყანას  შორის  ბიზნეს მეგობრობის  საუკეთესო მაგალითთან  გვაქვს  საქმე.  ამას  ემატება ისიც,  რომ   წარმოება  ახალ ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული  და   სრულად  პასუხობს  საერთაშორისო  სტანდარტებს,  რაც  ქვეყნის   ეკონომიკური  განვითარების   მყარი საძირკველია“, - განაცხადა  იოს დაუმამ. 

„ეს იყო არაოფიციალური ვიზიტი,  რომლის ფარგლებშიც ნიდერლანდების  სამეფოს  ელჩმა  იოს  დაუმამ დაათვალიერა  ქართული ლუდის  კომპანია,    გაეცნო   საწარმოო პროცესებს  და მხარდაჭერა  აღგვითქვა მომავალი თანამშრომლობის საკითხებში“, -  განაცხადა ს.ს. ,,ქართული ლუდის კომპანიის’’  დირექტორმა   კახაბერ კოტრიკაძემ.

მისივე  თქმით,  მსგავსი სახის  გაცნობითი შეხვედრები  მნიშვნელოვანია როგორც ბიზნესისთვის,   ასევე ორ  ქვეყანას  შორის  დიპლომატიური  და  ეკონომიკური  თანამშრომლობის  განვითარებისთვის.

 

(R)

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics