02:32 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-25 22:32:38, 776 ნახვა

სპეციალური ანონსი
26 ივლისის ანონსი
ივლისს, 10:30 საათზე, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ NDI სასტუმრო „რუმს ჰოტელში“ მედიას 2017 წლის ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენს. 26 ივლისს, 11:00 საათზე, თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის ზღვაზე, იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრიფინგს გამართავს. თემა: „მილიონი ხის კორუფციული გარიგება. ახალი დეტალები“. საკონტაქტო პირი ლაშა მესხი - 598 544 944 26 ივლისს, 11:00 საათზე, იურიდიული კომპანია OK & CG- ის ადვოკატი, ანა გორდეზიანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ფასადური რეორგანიზაცია არასასურველი კადრების სამსახურიდან გასათავისუფლებლად. მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2 საკონტაქტო ტელ.: 599726565 26 ივლისს, 11:00 საათზე, "ახალი საქართველოს" ლიდერი, გიორგი ვაშაძე განცხადებას გააკეთებს. თემა: მიმართვა ოპოზიციურ პარტიებს და სამომავლო გეგმები. მის: შარტავას ქ. #4 (მერიის მოპირდაპირე მხარეს) საკონტაქტო ტელ.: 551662525 26 ივლისს, 11:30 საათზე, თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებები; თბილისის განვითარების გენერალური გეგმა. მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2 საკონტაქტო ტელ.: 599726565 26 ივლისს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. მის: ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი. 26 ივლისს, 12:00 საათზე, დმანისის მუნიციპალიტეტში, პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სახალხო დღესასწაული ,,დმანისობა“ აღინიშნება. საკონტაქტო პირი ქეთევან მარტიაშვილი - 599 85 67 09 26 ივლისს, 12:00 საათზე, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა გაიმართება. მის: ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი. პლენარული სხდომის შესვენების დროს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდება. მის: ქუთაისი, ოთახი N303 26 ივლისს, 12:00 საათზე, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, რომელიც ქუთაისში 429 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხს განიხილავს, მუშაობას იწყებს. მის.: თბილისი, ჯავახეთის ქ. #24ა (სასტუმრო „აპარტ ჰოტელ ემიქსი“) საკონტაქტო პირები: დალი გოგოლაძე - 599-01-71-74, ნინო პაპაშვილი - 599-58-65-85 26 ივლისს, 12:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულებისთანავე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება. მის.: ბათუმი, რუსთაველის გამზ. #28, სასტუმრო „შერატონი“ 26 ივლისს, 13.00 საათზე, საპარტნიორო ფონდი გამართავს „სტარტაპ საქართველოს„ პროექტის „GREENWAY“ -ს პრეზენტაციას . მის: თბილისი, სააკაძის დაღმართი #6, ბიზნესცენტრი, მე-5 სართული, ოფისი GREENWAY საკონტაქტო პირი ნათია წულაძე - 577 46 17 67 26 ივლისს, 16:00 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“, ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) წარადგენენ ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგებს, რომელიც შეისწავლის საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას ადამიანის უფლებების დაცვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მიმართ. კვლევის ანგარიშის წარდგენას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. საკონტაქტო პირი სოფო ჭიჭინაძე - 599 196907


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics