01:56 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-25 19:40:11, 1923 ნახვა

პოლიტიკა
იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე „საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები მოისმინა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ წარადგინა ძირითადი არგუმენტები, თუ რატომ დაადო ვეტო პრეზიდენტმა „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და პაკეტში შემავალ სხვა კანონპროექტებში წარმოდგენილ ცვლილებებს.

მისი განმარტებით პრეზიდენტის შენიშვნები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირების წესს და ასევე ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შემოთავაზებულ წესს ეხება. კიდევ ერთი შენიშვნა მერისა და გამგებლის არჩევნების დანიშვნის საკითხს შეეხებოდა, რომლის მიხედვით მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნებს ცესკო ნიშნავს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თქმით, აღნიშნული ცვლილებების განხორციელება გააუარესებს საქართველოში დემოკრატიის ხარისხს, ამიტომ ის მიმართავს პარლამენტს, რომ ძალაში დარჩეს დღეს არსებული მოდელი და უარი თქვას კანონპროექტებით გათვალისწინებულ ცვლილებებზე.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების წარმოდგენის შემდეგ ანა დოლიძემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

კომიტეტის წევრებმა გამოთქვეს მოსაზრებები, რომლითაც ისინი პარლამენტის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს არგუმენტირებულად ხსნიდნენ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის შენიშვნებში წარმოდგენილი არ არის პრინციპული საკითხები და ყველა საკითხი არის ტექნიკური ხასიათის.

„პრინციპული რაც იყო ის ჩვენ ოპოზიციის სასარგებლოდ დავთმეთ, ეს არის ძალიან დიდი ბონუსი, რომელიც ეძლევა ოპოზიციას, როდესაც მათი მერობის კანდიდატები იქნებიან პროპორციულ სიაშიც. ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ამ შენიშვნებში ის არის, რომ თვითმმართველობის არჩევნების წინ განხორციელებული ცვლილებები ხელს უშლის პროცესის უკეთ ორგანიზებას. ვეტოდადებული ცვლილება საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის შესახებ, არ უკავშირდება თვითმმართველობის არჩევნებს და ის ამოქმედდება თვითმმართველობის არჩვენების შემდეგ. ამდენად ის არავითარ კავშირში არ არის თვითმმართველობის არჩევნებთან“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

წარმოდგენილი შენიშვნების ერთ-ერთი საკითხი ეხება საარჩევნო პროცედურებს. „მეც ვისურვებდი, რომ ზოგადად არჩევნების წინ არ იცვლებოდეს ხოლმე საარჩევნო ნორმები, თუმცა წუნდადებული და ხარვეზის მატარებელი ნორმების დატოვებას, უმჯობესია, რომ ის შეიცვალოს, რადგან უკეთესად მოხდეს საარჩევნო პროცესის ადმინისტრირება და ორგანიზება“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ეკა ბესელიამ ასევე ზოგადად ვეტოს, როგორც ინსტრუმენტის შესახებ ისაუბრა:

„ვეტო დიდი მნიშვნელობის მოვლენაა და ის იშვიათად უნდა იყოს გამოყენებული, ასეთია ზოგადად ევროპული კულტურაც და ტრადიციებიც, რომ სახელების შეცვლის, ნებისმიერი აზრთა სხვადასხვაობის და სხვადასხვა არაპრინციპული დეტალების გამო ვეტოს გამოყენება, მიმაჩნია, რომ აკნინებს ვეტოს შინაარსს და მანდატს. ის უნდა გამოიყენებოდეს იმ შემთხვევაში, როდესაც კონსტიტუციას ეჯახება კანონი, ან რაიმე შემაკავებელი, გამაწონასწორებელი ბერკეტის გამოყენების აუცილებლობა დგება დღის წესრიგში. ეს პარლამენტია, საპარლამენტო რესპუბლიკის გაძლიერებისკენ არის ყველაფერი მიმართული და საკანონმდებლო ორგანოში მეტისმეტი შემოჭრა მგონია ასეთი ტიპის ვეტოები“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომიტეტმა ცალ-ცალკე უყარა კენჭი პრეზიდენტის შენიშვნებს, რომლებსაც კომიტეტის უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.

საკითხის განხილვას პარლამენტი ხვალ რიგგარეშე სესიის ფორმატში განაგრძობს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics