08:44 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-25 16:01:20, 2320 ნახვა

სამართალი
საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში სამკაციანი სიის წარსადგენად, კონკურსი მესამედ გამოცხადდება

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატთა სიის წარსადგენად, ქვეყნის შიგნით კონკურსი კიდევ ერთხელ გამოცხადდება.

როგორც  დღეს გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ევროპის საბჭოს ექსპერტ მრჩეველთა კოლეგიამ ლადო ჭანტურია სტრასბურგის მოსამართლეობისთვის შესაფერის კანდიდატად მიიჩნია, რაც შეეხება დანარჩენ ორ კანდიდატურას, შოთა გეწაძეს და სოფიო ჯაფარიძეს, ახალი წესების გათვალისწინებით, ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ გეწაძე არის ახალგაზრდა და ხანმოკლე სამოსამართლეო გამოცდილება აქვს, ხოლო სოფიო ჯაფარიძის შემთხვევაში ნათქვამია, რომ მას აქვს ღირებული პროფესიული გამოცდილება, თუმცა მასშტაბი და ხანგრძლივობა ხანმოკლეა.

„ვინაიდან კანდიდატთა სია 3 პირისგან უნდა შედგებოდეს, მოცემული ორი კანდიდატის ნაცვლად ახალი კანდიდატების შესარჩევად დღეს ქვეყნის შიგნით კონკურსი გამოცხადდება, ხოლო ლადო ჭანტურია სტრასბურგის ორგანოების წინაშე წარმატებულად შეფასებულ კონკურსანტად დარჩება.

ქვეყნის შიგნით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საბუთების შემოტანისთვის მსურველებს ვადა 25 აგვისტომდე ექნებათ“, - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics