13:47 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-18 14:13:09, 2729 ნახვა

Lifestyle
ბრეგაძე თათია დოლიძის მიმართ მუქარაზე: თუ ვინმემ ვერ აიტანა თავზე ლაფის დასხმა და პროტესტი გამოხატა, მერე რა?!

მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე, „ქართველთა მარშის“ რამდენიმე მონაწილის მიერ, გაერო-ში საქართველოს ყოფილი ახალგაზრდა ელჩის, თათია დოლიძის მიმართ სექსუალური ძალადობის შინაარსის და მუქარის შემცველ განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც ბრეგაძე წერს, თუ ვინმემ ემოციურად ვერ აიტანა თათია დოლიძის მიერ „თავზე ლაფის დასხმა“ და პროტესტი გამოხატა, ამაში უჩვეულო არაფერია.

„ისე სინდისი არ გაქვთ??? ბიჭები მთელს მსოფლიოს დაუპირისპირდნენ ქართულის და ეროვნულის გამო. სიცოცხლე სასწორზე დადეს, რადგან უცხოეთის სპეცსამსახურები განადგურებით ემუქრებიან. უფულოდ და ნახევრად მშივრებმა თქვენი შვილების მომავლის გადასარჩენად მარში ჩაატარეს, ჰომოსექსუალებს, ლიბერასტებს, ეკლესიის მტრებს დაანახეს რომ დედას უტირებენ და პასუხად რა მიიღეს???? ბოკერიას ცოლის სააგენტოს გავრცელებული ცილისწამების გამო კინაღამ ჯვარს აცვით. საერთოდ არ ვიცი და არ მაინტერესებს ის ქალბატონი ვინაა(ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს),მაგრამ თურმე 10000 გულანთებულ ქართველს მოღალატე და რუსეთის აგენტები ეძახა და თუ ვინმემ ემოციურად ვერ აიტანა თავზე ლაფის დასხმა და გამოხატა პროტესტი ამ შეურაცხყოფის გამო რააა??? მოღალატის და რუსეთის აგენტის იარლიკის მიწებება ჩემთვის დედის და ცოლ-შვილის გინებაზე უარესია, უბრალოდ მე ემოციებს უკეთ ვიკავებ და ყურადღებას არ ვაქცევ ბოკერიას სექტის ქალბატონების ზღვარგადასულ უზრდელობას. მართლა გულწრფელად ვფიქრობ და ხანდახან მგონია რომ ზოგიერთი თავგანწირვის კი არა, არამედ იმის ღირსია რომ უცხოტომელმა მართლა მონად აქციოს. აი 19 ივლისს მარჯანიშვილის მოედანზე გეი პარადს გიტარებენ და მიდით, გააკეთეთ იმ ბიჭებზე(რომელსაც უსამართლოდ ლანძღავთ)უკეთ თქვენი გასაკეთებელი, დავინახავ ერთი როგორი ვაჟკაცია ზოგიერთი კლავიატურის ლომი, ვითომ პატრიოტი, რომელიც ბოკერიას და მის ცოლს ეკეკლუცება“, - წერს სანდრო ბრეგაძე.

შეგახსენებთ, „ქართველთა მარშის“ რამდენიმე ორგანიზატორი და მონაწილე 16 ივლისს, სოციალურ ქსელში თათია დოლიძის მიმართ სექსუალური ძალადობის შინაარსის და მუქარის შემცველ კომენტარებს წერდნენ. პოსტი ამ დროისთვის წაშლილია. ამასთან, კომენტარების ავტორთა ნაწილი აცხადებს, რომ ეს მათ არ დაუწერიათ.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

 

"ექსპრესნიუსის" რედაქცია მასალაში გაჟღერებულ ქსენოფობიურ და რასისტულ განცხადებებს ემიჯნება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - თავდასხმის შემთხვევაში, ირანი ისრაელს დაუყოვნებლივ უპასუხებს
რუსეთს თავს დაესხა 50 დრონი, დაზიანდა ელექტრო ქვესადგურები, გაჩნდა ხანძარი ნავთობის საცავში
მედია - სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, თუ სად გაივლის სახელმწიფო საზღვარი
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics