01:05 - 23 Sep, 2017
2017-07-17 18:46:31, 665 ნახვა
ლინას ლინკევიჩუსი: საქართველოს მხრიდან დაძაბულობის ესკალაცია სწორი ნაბიჯი არ იქნებოდა

„საქართველოს მხრიდან დაძაბულობის  ესკალაცია არ იქნებოდა სწორი ნაბიჯი“,-ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩსუმა განაცხადა.

ლინკევიჩუსის თქმით, საქართველომ პასუხისმგებლობით და გონივრულად უნდა განაგრძოს მოქმედება.

„თქვენმა ქვეყანამ პასუხისმგებლობით და  გონივრულად უნდა განაგრძოს მოქმედება. კონსულტაციები გამართოს საერთაშორისო  პარტნიორებთან. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკეთესი გავხადოთ  სიტუაცია.  რუსეთი როგორც წესი გამოცდას გვიტარებს. ამდენად ფხიზლად და მყარად ვართ, რამდენად შორს შეუძლიათ წავიდნენ. ეს არ ეხება მხოლოდ ე.წ. საზღვრის  გადმოწევას, არამედ  ზოგადად პოლიტიკას. სანქციები მუშაობს და ეს არის კიდევ  არგუმენტი, რომ შეზღუდვები ძალაში უნდა დარჩეს. ევროკავშირმა რუსეთის მიმართ კონსოლიდირებული პოლიტიკა უნდა განაგრძოს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს  საკითხი დღევანდელ  შეხვედრის დღის წესრიგში არ არის ის ყოველთვის რჩება რადარის ეკრანზე“,-განუცხადა „რუსთავი 2“ -ს ლინკევიჩუსმა.

ცნობისთვის, ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების მინისტრთა საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს.



სოციალური ქსელები
კომენტარები



ლვოვში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
კობახიძე: პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა ოპოზიციის არასათანადო მზადყოფნის გამო გახდა შეუძლებელი
ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი პეკინის ქუჩაზე ორმხრივად იმოძრავებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics