08:51 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-17 16:52:56, 2156 ნახვა

ეკონომიკა
პროექტი Check In Georgia აქტიურ ფაზაში შედის

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, „ბლექ სი არენას“  დირექტორმა ანი კავლელიშვილმა, „ჯემ ფესტის“ დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ, „საბავშვო ევროვიზიის“ პროექტის  ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ, „ბრავო რეკორდსის“ პრეზიდენტმა ზაზა შენგელიამ  და „ჯეო ტურისტის“ წარმომადგენელმა ქრისტინა კობახიძემ საქართველოში Check In Georgia-ს პროექტის მიმდინარეობაზე  ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს

როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, ზაფხულის ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად განსაკურებით აქტიურ ფაზაში შედის Check in Georgia, რომლის ფარგლებშიც  მიმდინარე და მომდევნო თვეებში არაერთი ღონისძებაა დაგეგმილი, მათ შორის „ბლექ სი არენაზეც“.

 აღსანიშნავია, რომ Check in Georgia-ს ფარგლებში უკვე მიმდინარეობს „ჯემ ფესტი,“საქართველო პირველად უმასპინძლებს საბავშვო  ევროვიზიას და გარდა ამისა,  სახელმწიფოს მხარდაჭერით გაიმართება მნიშვნელოვანი მუსიკალური, სპორტული და სხვა   ღონისძიებები, რომლებიც ერთი საერთო კონცეფციის - Check in Georgia-ს ქვეშ ერთიანდება.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, პროექტი ხელს უწყობს ტურისტული სექტორის  განვითარებას და ქვეყანაში ახალი ინვესტიციების შემოდინებას.

,,საქართველოში ტურისტების  რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება და სეზონი პიკს აღწევს. სწორედ ამ დროს გააქტიურდა პროექტი Chek in Georgia. ის, როგორც ადგილობრივ დამსვენებელს, ასევე უცხოელ ტურისტებს მრავალფეროვან  საკონცერტო პროგრამებს და  ღონისძიებებს სთავაზობს. ამ ყველაფრის შედეგი კი იქნება ის, რომ  უკეთესი შთაბეჭდილებებით წავლენ  საქართველოდან, რაც ხელს შეუწყობს  ჩვენი ქვეყნის  ცნობადობის და იმიჯის ამაღლებას, რომ არის უსაფრთხო და დინამიური ქვეყანა“ - აღნიშნა ჩოგოვაძემ.

„ბლექ სი არენას“ დირექტორის,  ანი კავლელიშვილის ინფორმაციით, მაყურებელს „ბლექ სი არენას“ სცენაზე  ძალიან ბევრი სიურპრიზიელოდება, მათ შორის  იქნება ქეთი მელუას,„ერისიონის,“ „ქართული ხმების“, ირმა ნიორაძის, ჯიპსი კინგის, ნინო ქათამაძისა და სხვა ცნობილი შემსრულებლებისა და ჯგუფების კონცერტები.

„ჩვენ გამოვჩნდით მსოფლიოს  მასშტაბით იმ  სიაში, სადაც ძალიან დიდი და პოპულარული საკონცერტო დარბაზებია წარმოდგენილი. უნდა აღინიშნოს, რომ წელს  „ბლექ სი არენამ“დიდი ინტერესი  გამოიწვია  პრომოუტერთა შორის და მე დარწმუნებული ვარ, ცოტახანში ცნობილი ვარსკვლავებისგან, მათი პრომოუტერებისგან და საპრომოუტერო ჯგუფებისგან    მივიღებთ ბევრ საინტერესო შეთავაზებას“ - აღნიშნა ანი კავლელიშვილმა.

როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა,  Check in Georgia-ს ფარგლებში უკვე დაიწყო მუსიკალური ფესტივალი „ჯემ ფესტი,“რომელიც33 დღის განმავლობაში15 აგვისტომდე გაგრძელდება და 500-ზე მეტი არტისტი დაუკრავს, მათ შორის ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო დონის ვარსკვლავები.

მნიშვნელოვანია, რომ „ჯემ ფესტის“ გახსნის პირველივე დღეებში ფესტივალმა 10 000-ზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა.

 საფესტივალო ტერიტორიაზე 8 სცენა 24/7-ზე იმუშავებს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება 3000-ზე მეტი ღონისძიება და ტერიტორიაზე ყოველდღიურად მოეწყობა სხვადასხვა სპორტული აქტივობები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ Check in Georgia-ს ფარგლებში საქართველო წელს პირველად (ნოემბერში) მასპინძლობს საბავშვო  ევროვიზიას, რაც  მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად, პოპულარიზაციისა და ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად.

საბავშვო ევროფესტივალის ტრანსლირება მსოფლიოს ოცამდე ქვეყანაში ხდება და მას თვალყურს დაახლოებით 20 მილიონი ტელემაყურებელი ადევნებს, ამასთან, კონკურსს გააშუქებენ ჟურნალისტები მსოფლიოს 20-მდე ქვეყნიდან.

ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ  ჩვენი ქვეყანა, მისი კულტურა და ტურისტული პოტენციალი გავაცნოთ საერთაშორისო საზოგადოებას.

ჩამოთვლილი ღონისძიებების გარდა, სახელმწიფოს მხარდაჭერით 2017 წელს მიმდინარეობს და დაგეგმილია  სხვა  მნიშვნელოვანი მუსიკალური, სპორტული და სხვა   ღონისძიებები, რომლებიც ერთი საერთო კონცეფციის - Check in Georgia-ს ქვეშ ერთიანდება.

მათ შორის არის „არტ გენი“, ფოლკლორული ფესტივალი საქართველოს რვა რეგიონში, ბათუმის მუსიკალური ფესტივალი, თბილისის საერთაშორისო ფოტოფესტივალი, თეატრალური ფესტივალი, საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი, თელავის მუსიკალური ფესტივალი, თბილისის ბაროკოს ფესტივალი, ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, ქართული ღვინის დღე და ა.შ. 

პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა რამდენიმე მასშტაბური ღონისძიება, მათ შორის „აეროსმიტის“კონცერტი „ბლექ სი არენაზე, სოუ ფესტივალი, ფესტივალი „სოფარი“, საბალეტო ფესტივალი და ა.შ

პროექტ Check in Georgia-ს კომპლექსური დატვირთვა აქვს ტურიზმის  თვალსაზრისით.

ის დამატებითი საშუალებაა ადგილზე ჩამოსული ტურისტებისთვის, რომ  უკეთესი შთაბეჭდილებებით დატოვონ საქართველო.  ამასთან, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს კურორტებზე  ტურისტული სეზონის გახანგრძლივების  და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ზრდის მიმართულებით.

პროექტი მნიშვნელოვანია ქვეყნის იმიჯის თვალსაზრისითაც. უცხოელი ვარსკვლავების კონცერტები ხელს უწყობს საქართველოს, როგორც დინამიური და უსაფრთხო ქვეყნის იმიჯის დამკვიდრებას.

 Check In Georgia მნიშვნელოვანი პროექტია ქვეყნის და ჩვენი შავი ზღვისპირა რეგიონების პოპულარიზაციისთვის და ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ზრდისთვის. ასევე მნიშვნელოვანია მისი ეკონომიკური ეფექტი. 

საქართველო მსოფლიო ტურისტულ რუკაზე  კიდევ ერთხელ ფიქსირდება, როგორც საერთაშორისო სტანდარტის კულტურული ღონისძიებების ჩატარების სერიოზული ადგილი, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის შემოსავლების ზრდასაც.

(NS)

 

 

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics