15:59 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-17 11:42:53, 2251 ნახვა

საზოგადოება
სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს არ შეეხონ

შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ სიფრთხილე გამოიჩინონ და ნაპირზე გამორიყულ ძუძუმწოვრებს არ შეეხონ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წელს შავი ზღვის სანაპიროზე ზღვის ძუძუმწოვრების(დელფინების) გამორიყვის ფაქტები დაფიქსირდა, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს დელფინთა მორბილვირუსული ინფექციით.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები მოუწოდებენ ადგილობრივ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და არ შეეხონ ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს. 2017 წელს განმუხური-სარფის მონაკვეთზე ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის 57 ფაქტი დაფიქსირდა.

მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში მოსახლეობას ვთხოვთ დაგვიკავშირდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 153




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ჩვენ ხალხის სახელით საუბრის მანდატი გვაქვს
SJC - რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
კრამონი - თუ ამ კანონს მიიღებენ, საქართველოს ევროკავშირში შესვლაზე მოლაპარაკებები არ დაიწყება
თბილისში, ერთ-ერთი პიცერია სალმონელოზის დადასტურების გამო დაჯარიმდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics