16:55 - 20 Jan, 2018
2017-07-16 19:11:19, 1165 ნახვა
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო დაშავებულ საქართველოს მოქალაქეებს სამედიცინო დახმარების სრულ მხარდაჭერას აღმოუჩენს

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ საქართველოს მოქალაქეებს სამედიცინო დახმარების მიმართულებით სრულ მხარდაჭერას აღმოუჩენს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სატელეფონო საუბარი გაიმართა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და მის თურქ კოლეგას რეჯებ აკდაღს შორის.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი პირადად არის ჩართული ამ საკითხში და დეტალურ ინფორმაციას ფლობს თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

ავტოსაგზაო შემთხევა დღეს ტრაბზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. ავტოავარიის შედეგდ 38 ადამიანი დაშავდა.

ცეკვის ანსამბლი გასტროლებზე ბულგარეთში მიემგზავრებოდა.

(NS) 

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



ლონდონის აეროპორტში British Airways-ის მთვრალი პილოტი დააკავეს
აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ახალ სტრატეგიაში საქართველოც არის ნახსენები
ელენ პომპეო სატელევიზიო შოუების ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics