17:58 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-16 14:13:27, 2510 ნახვა

პოლიტიკა
NDI საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების პროცესს შეაფასებს

NDI–ის დელეგაცია საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების პროცესს შეაფასებს.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) ინიციატივით, საქართველოში, ოქტომბერში დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად, საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაცია ჩამოვიდა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, დელეგაციის ვიზიტის მიზანი საქართველოში დემოკრატიული პროცესებისადმი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირება და საარჩევნო პროცესებისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცებაა.

დელეგაციის წევრები, რომლებმაც დღეს დაიწყეს თბილისში შეხვედრების გამართვა, არიან: იანუშ ონიშკევიჩი, პოლონეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და პოლონეთის პარლამენტის ყოფილი წევრი; დევიდ კრამერი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და შრომის მიმართულებით; ქეთრინ ნუნი, ირლანდიის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარის მოადგილე და ბავშვთა და ახალგაზრდობის საკითხთა წარმომადგენელი; ლორა თორნტონი, NDI-ის ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში; მარია ბაბიჩი, დამოუკიდებელი საარჩევნო ექსპერტი; მელისა მუსიო, NDI-ის პროგრამების უფროსი მენეჯერი საქართველოში, თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში და  მაიკლ მაკნოლტი, NDI-ის არჩევნები და პოლიტიკური პროცესების პროგრამების უფროსი მენეჯერი.

17-21 ივლისის პერიოდში, ხელისუფლებასთან, საარჩევნო კანდიდატებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, საარჩევნო ადმინისტრაციის, მედიის, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების შედეგად დელეგაცია არჩევნებისთვის სამზადისს, საარჩევნო პროცესის ძირითადი სუბიექტების პოლიტიკურ აქტივობებსა და ზოგადად საარჩევნო გარემოს შეაფასებს.

21 ივლისს, NDI-ის დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ძირითად დასკვნებსა და რეკომენდაციებს პრეს-კონფერენციაზე გამოაქვეყნებს.

ანგარიშის გამოქვეყნებამდე დელეგაცია მედიასთან კომენტარს არ გააკეთებს.

სადამკვირვებლო დელეგაციას "ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის" (NED) და აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.   




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics