2017-07-13 21:35:49, 523 ნახვა
14 ივლისის ანონსი
14 ივლისს, 09:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის შენობაში (თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი) სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმი გაიმართება. ღონისძიებას ნიმდ-ის (ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის) აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოს ოფისის დირექტორი ლევან ცუცქირიძე და საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი სმითი გახსნიან. საკონტაქტო პირი გიორგი ჩადუნელი - 599107333 14 ივლისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა განახლდება. 14 ივლისს, 12:00 საათზე, თბილისის იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი გივი აზაურაშვილი შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისების გაცემის სტატისტიკას შეაჯამებს. 14 ივლისს, 13.00 საათზე, „თიბისი გალერეაში“ ფესტივალ „არტ-გენის“ შესახებ 14 ივლისს, 15:00 საათზე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელშეწყობით „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში იხსნება თევზის გადამამუშავებელი საწარმო. საწარმოს გახსნის ღონისძიებას დაესწრება სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შიდა-ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე, დიპკორპუსის და ბიზნესწრეების წარმომადგენლები. 14 ივლისს, 15:00 საათზე, თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ გასული წლის 15 ივლისს, თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. 14 ივლისს, 20:00 საათზე, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე #24-ე საჯარო სკოლისა და რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართველთა მარში“ დაიწყება.
|
![]() ვინ არის ბაშარ ასადი და როგორ დაიწყო კონფლიქტი სირიაში
ინტერვიუ - ექსკლუზივი
![]() ![]() ქეით მიდლტონს და პრინც უილიამს ბიჭი შეეძინათ
![]() სერჟ სარგსიანმა თანამდებობა დატოვა
![]() კვირიკაშვილი: არ ვართ ილუზიაში, კარგად ვხედავთ იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომლებიც დღეს ქვეყნის წინაშეა
არქივი 2009 წლიდან
|