2017-07-13 15:16:00, 3029 ნახვა
მსოფლიო
კათოლიკური მალტას პარლამენტმა ერთი და იმავე სქესის მქონე პირების ქორწინება დააკანონა
მალტას პარლამენტმა ერთი და იმავე სქესის მქონე პირების ქორწინება დააკანონა, - ამის შესახებ Euronews იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული კანონის მომხრე მალტას პარლამენტის 66 დეპუტატი იყო, ერთი კი, წინააღმდეგი. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ჯოსეფ მუსკატის განცხადებით, ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა. "ეს გადაწყვეტილება მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი დემოკრატია და საზოგადოება უპრეცენდენტო განვითარების გზას ადგას. ამ საზოგადოებაში თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველანი თანასწორები ვართ", - განაცხადა მუსკატმა. მედიის ცნობით, ამიერიდან საბუთებში არ იქნება ნახსენები სტატუსი : "ქმარი" და "ცოლი", ასევე "მამა" და "დედა". ამ სტატუსებს ჩაანაცვლებენ სიტყვებით "მეუღლე" და "მშობელი". როგორც მედია წერს, მალტას ხელისუფლებამ შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყანაში დისკრემინაციის აღმოფხვრის მიზნით მიიღო. ცნობისთვის, კათოლიკური მალტა, რიგით 24-ე ქვეყანა გახდა, სადაც ერთი და იმავე სქესის პირების ქორწინება დაკანონებულია. ცოტა ხნის წინ ასეთივე გადაწყვეტილება გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან |
ომი უკრაინაშიზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 455 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 454 420-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|