21:26 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-13 14:00:06, 2874 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება მსოფლიო
Foreign Policy: პუტინისა და ტრამპის შეხვედრის წინ რუსეთმა ქართული მიწის ნაწილი გადაყლაპა

ამერიკული ანალიტიკური გამოცემა Foreign Policy სტატიას აქვეყნებს სათაურით - "პუტინისა და ტრამპის შეხვედრის წინ რუსეთმა ქართული მიწის ნაწილი გადაყლაპა".

როგორც სტატიაშია ნათქვამი, 7 ივლისს ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში დაგეგმილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრამდე, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 10 ჰექტარი მიწის ოკუპაცია ჩუმად, ყველასთვის შეუმჩნევლად მოახდინა.

სტატიის ავტორი ნოა ბაიონი წერს, რომ მცოცავი ოკუპაცია, როგორც ამ პროცესს ქართველები უწოდებენ, მხოლოდ საქართველოში შენიშნეს.

"მსოფლიოს მასობრივი დუმილი კრემლისთვის მომგებიანი აღმოჩნდა, რადგან სწორედ ეს იყო რუსეთის გათვლა", - წერს ავტორი.

სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს მიწის მორიგი ოკუპაცია მხოლოდ ერთმა ამერიკელმა შენიშნა. აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ნატო-ში, კურტ ვოლკერმა BBC-ის რადიოს პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები უპასუხოდ არ უნდა დარჩეს და რუსეთი აგრესიის მორიგ ტალღას მხოლოდ იმიტომ ბედავს, რომ დასავლეთისგან სათანადო პასუხს ვერ იღებს.

სტატიის ავტორი თვლის, რომ რუსეთი უკრაინაშიც ქართული სცენარის განმეორებას ცდილობს.

„აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მსგავსად, უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის კონფლიქტი თუ გაიყინება, კრიზისის დეესკალაცია სულ უფრო არარეალური გახდება“, - წერს ბაიონი.

გარდა ამისა, ის ამბობს, რომ მაიკ პენსის დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში ამერიკის მხარდაჭერას უსვამს ხაზს. თუმცა ეს ვიზიტი, ისევე როგორც, მხარდამჭერი განცხადებები საქართველოს მიმართ დაგვიანებულია, რადგან როგორც ავტორი წერს, „დიდმა რუსეთმა პატარა საქართველო უკვე დაიპყრო და ოკუპაციას დღესაც მშვიდად განაგრძობს“.

ამასთან, ავტორი წერს, რომ 2015 წელს გაფორმებული შეთანხმება, რომელიც ამერიკელი და ქართველი სამხედროების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე წვრთნების ჩატარებას გულისხმობს, ოფიციალურმა მოსკოვმა პროვოკაციად შეაფასა.

ბაიონის თქმით, "2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა მას შემდეგ, რაც ოფიციალური თბილისი რამდენიმე სეპარატისტს გაუსწორდა". ავტორმა დასძინა, რომ ე.წ. საზღვარი არ არის მხოლოდ რამდნეიმე ფერმერის პრობლემა, რომლებიც თავიანთ ტერიტორიაზე ვერ გადადიან. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics