13:56 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-12 22:08:34, 882 ნახვა

სპეციალური ანონსი
13 ივლისის ანონსი

10:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო “ჰილტონში“ მე-14 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპულ გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ გაიხსნება.

12:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ბანკთან ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი „ბავშვთა სამყაროს“ დაწვის შედეგად დაზარალებულთა მხარდასაჭერად საპროტესტო აქციას გამართავს.
მის: სანაპიროს ქ. № 2

13:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსზე“ სამუშაო ჯგუფისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის სხდომათა დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

15:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან ერთად, აჭარის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდება და ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე დაგეგმილ და განხორციელებულ  პროექტებს განიხილავს.
მისამართი: ნინოშვილის ქ. 35, ბათუმი
საკონტაქტო პირი: სოფო ჭუმბურიძე  599 120009

16:00 საათზე, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ორგანიზებით ფოტოგამოფენა „საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“ გაიხსნება.
ბათუმი, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი

18:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, “ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა” და თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტი “ორსულობის ჩვეული შეწყვეტის პრობლემების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის - “არ პი ელ“ (RPL) - საქართველოს ექიმთა საზოგადოების“ გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას გამართავს.
თსუ-ის პირველ კორპუსი, აუდიტორია #115 (I სართული) 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრემიერი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ე.წ. ლიბერალების თავდასხმის განსაკუთრებული სამიზნეა
ორბანი კობახიძეზე - ის არის მთავრობის მეთაური, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა
სამგორის რაიონს კიდევ ერთი ვრცელი რეკრეაციული სივრცე შეემატება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics