07:55 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-12 12:39:34, 2722 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში სპეცოპერაციის დროს ISIS-ის 5 მებრძოლი მოკლეს

თურქეთის ქალაქ კონიაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს სამართალდამცველებმა „ისლამური სახელმწიფოს“ 5 მებრძოლი მოკლეს, - ამის შესახებ Anadolu იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს 4 სამართალდამცველი დაშავდა. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც მედია წერს, სპეცოპერაცია საცხოვრებელ სახლში ჩატარდა, რადგან სამართალდამცავი ორგანოები რადიკალი ისლამისტების მიერ ტერაქტის მოწყობას ვარაუდობდნენ.

აღნიშნული სპეცოპერაციის დროს პოლიციასა და დაკავებულებს შორის შეტაკება მოხდა. ტერორისტებმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევის ადგილიდან სამართალდამცველებმა „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები და სხვა საბრძოლო მასალა ამოიღეს.

ამასთან, Anadolu-ს ცნობით, სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის დროს 8 ადამიანი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" თურქეთის ტერიტორიაზე ტერაქტებს პერიოდულად გეგმავს. ასე მაგალითად, 2015 წლის ოქტომბერში ანკარაში მომხდარი აფეთქების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ბოლო 1 თვის განმავლობაში, ქვეყნის ტერიტორიაზე დაჯგუფებასთან კავშირის ბრალდებით თითქმის 190 ადამიანი დააკავეს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics