23:51 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-11 17:39:57, 1132 ნახვა

სხვადასხვა
ზარალის შეფასების ერთიანი სისტემის შემუშავების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზარალის დათვლის და შეფასების ერთიანი სისტემის შემუშავების მიზნით შექმნილი სახელმწიფო უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო შვედეთის მთავრობის და UNDP-ს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში მოწვეული, საერთაშორისო და ადგილობრივი, ექსპერტების რეკომენდაციების და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მიერ მომზადებული  ზარალის შეფასების მეთოდოლოგიის, ინდიკატორების და სპეციალური ინსტრუმენტების შესახებ მონაწილეთათვის ინფორმაციის გაზიარება და დისკუსიის გამართვა.

მსჯელობა შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა სტიქიური მოვლენების ეროვნული კლასიფიკატორი, რომელიც მომზადდა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მიერ ევროკავშირის INSPIRE დირექტივის შესაბამისად. დირექტივა INSPIRE არეგულირებს სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებასა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის განსაზღვრას ევროკავშირში.

ექსპერტთა ჯგუფმა ასევე წარადგინა კატასტროფით მიყენებული ზიანისა და ზარალის ეროვნული ინდიკატორები და მათ შესამუშავებლად საჭირო საბაზისო ინფორმაციის ჩამონათვალი.

შეხვედრა, რომელიც სასტუმრო ჰოლიდეი ინნ-ში გაიმართა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილემ კახა  ოქროჯანაშვილმა გახსნა.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics