05:54 - 19 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-07 16:20:21, 2779 ნახვა

ეკონომიკა
ყველაზე ეფექტურ ეკონომიკური პროფილის სახელმწიფო უწყებად ფინანსთა სამინისტრო დასახელდა

ყველაზე ეფექტური ეკონომიკური პროფილის სახელმწიფო უწყება ფინანსთა სამინისტროა, - ასეთია გამოკითხვის შედეგები, რომელიც სააგენტო „ჯორჯიან ბიზნეს ენდ პოლითიქალ ინსაითმა“ საკუთარ საინფორმაციო - ანალიტიკურ პორტალზე ჩაატარა. გამოკითხვა 2017 წლის ივნისში განხორციელდა.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რესპოდენტთა უმრავლესობამ -  38%-მა ყველაზე ეფექტურ ეკონომიკური პროფილის სახელმწიფო დაწესებულებად დიმიტრი ქუმსიშვილის უწყება, ფინანსთა სამინისტრო დაასახელა.

მეორე და მესამე პოზიციაზე რესპოდენტებმა საქართველოს ეროვნული ბანკი და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაასახელეს.

„ჯორჯიან ბიზნეს ენდ პოლითიქალ ინსაითი“ მსგავს გამოკითხვას პერიოდულად ატარებს. პირველი ასეთი გამოკითხვისას, რესპოდენტებმა უპირატესობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიანიჭეს, როდესაც მას ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კასპის მუნიციპალიტეტის მერია - 18 მაისი ეროვნული სამოსის დღეა
The Times of Israel - ირანში 7 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics