12:50 - 21 Sep, 2017
2017-06-19 15:41:13, 765 ნახვა
„თავისუფლებისა და მუსიკის სამი დღე“ – Tbilisi Open Air მსმენელს მომავალ წლამდე დაემშვიდობა

სამხრეთ კავკასიის ყველაზე მასშტაბური,  ყოველწლიური  მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 2017 დასრულდა.

სამი დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს  საშუალება ჰქონდათ ქართველი და უცხოელი მომღერლებისათვის სამ სხვადასხვა სცენაზე მოესმინათ.

ფესტივალის მთავარ მოვლად შესაძლოა 3 ჰედლაინერი ჯგუფი ჩაითვალოს - "Anathema", "Liningrad" და " Archive".

"მუსიკა ათავისუფლებს" - სწორედ ამ ლოზუნგით ჩატარდა წლევანდელი ფესტივალი.

16 ივნისს ფესტივალი ქართულმა ჯგუფმა „დაგდაგანმა“ გახსნა. Golden Stage-დან მსმენელის წინაშე კი "ქართველი ტურფა" ნინო ქათამაძე, ჯგუფ Insight-თან ერთად წარსდგა.

ირანელი მომღერლის Sevdaliza-ს სცენაზე გამოჩენას მსმენელების დიდი ოვაცია მოჰყვა. მომღერლის კონცერტი ირანისა და საქართველოს დროშების ფრიალის ფონზე გაგრძელდა. „ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში“, - განაცხადა კონცერტის მსვლელობის დროს მომღერალმა.

ფესტივალის პირველ დღეს ბრიტანულმა როკ ჯგუფმა Anathema-მ ტრადიცია არ დაარღვია და გამოსვლა სიმღერით Untouchable დაიწყო. სპეციალურად ქართველი მსმენილისთვის ჯგუფმა ახალ სიმღერებთან ერთად ძველი სიმღერებიც შეასრულა.

17 ივნისს Tbilisi Open Air -ის სცენა 15 წლიანი პაუზის შემდეგ, ქართულმა ფოლკლორულმა როკ-ჯგუფმა Soft Eject-მა დაიკავა. ჯგუფი მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, სპეციალურად Tbilisi Open Air -თვის აღდგა. ჯგუფის გამოსვლამ მსმენელბში დიდი მოწონება დაიმსახურა. სტუმრებმა Soft Eject-ი სცენიდან ცნობილი სიმღერის "Please Just Carry On"-ის თანხლებით გააცილეს.  

ამავე დღეს, სცენა რუსულმა ჯგუფმა "LENINGRAD"-მა დაიპყრო და მსმენელებს ცოცხალი შესრულების მაღალი ხარისხით, შემართებითა და აუდიტორიასთან უშუალო ინტერაქციით დაუვიწყარი საღამო აჩუქა. 

2015 წლის გამოსვლის შემდეგ Tbilisi Open Air-ის მთავარი სცენა ისევ ჯგუფმა Archive დაიკავა.

„დაგდაგანი“, Kung Fu Junkie, Sexy Bicycle, Moku Moku, Windshield, ირაკლი დეისაძე, "არა", Loudspeaker-ი - ეს იმ ჯგუფების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც Tbilisi Open Air 2017-ში მიიღეს მონაწილეობა. წლევანდელი ფესტივალი მონაწილე ქართული ბენდების სიმრავლითაც გამოირჩეოდა. ჯგუფების გამოსვლებმა საზოგადოებაში უდიდესი ოვაცია და დაფასება გამოიწვიეს. ამასთან, ფესტივალმა  ძალიან ბევრ ქართველ მუსიკოსსა და ჯგუფს საშუალება მისცა საკუთარი შემოქმედება ფართო აუდიტორიისთვის გაეცნო. საფესტივალო ქალაქი, ლისი ვანდერლენდში გამართული ინფრასტრუქტურით და ასობით მსმენელით სავსე იყო.

აღსანიშნავია, რომ სამივე დღის განმავლობაში 00:00-დან 08:00-მდე ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის სცენა იყო განთავსებული.

ცნობისთვის, Tbilisi Open Air-ი საქართველოში 2009 ტარდება. მას შემდეგ ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს: DDT, DEEP PURPLE, AQUARIUM, BLACK LABEL SOCIETY, PLACEBO, ბეთ ჰართი, სტივ ვაი და სხვებმა.

ფესტივალის ჩატარების დრო და ადგილი, ასევე მონაწილე მუსიკოსების სიაც მომავალი წლის გაზაფხულზე გახდება ცნობილი. 



სოციალური ქსელები
კომენტარები



მექსიკაში ეკლესიის ჩამონგრევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვი
ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა დონალდ ტრამპის მუქარა „ძაღლების ყეფას“ შეადარა
მექსიკაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო, სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics