19:05 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-23 13:36:17, 2278 ნახვა

სამართალი
ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე ბრალდებულ ბექა შენგელიას უვადო, ირმა ყოჩიაშვილს კი, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა.

ბრალდებულ ბექა შენგელიას უვადოდ, ხოლო ირმა ყოჩიაშვილს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

როგორც ჟურნალისტებს ბექა შენგელიას ადვოკატმა ლალი ბიწოშვილმა განუცხადა, განაჩენს ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

შეგახსენებთ, მკვლელობა გასული წლის ოქტომბერში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი 76 წლის ქალის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 5 პირი დააკავა. 3 მათგანს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ედება, 2 კი - ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვაში. შსს-ს ინფორმაციით, ეს „რიტუალური მკვლელობა“ იყო.

გამოძიების ინფორმაციით, 19 წლის ირმა ყოჩიაშვილმა შეყვარებულის - 23 წლის ბექა შენგელიას და კიდევ ერთი არასრულწლოვანი მეგობრის დახმარებით, დედა - 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი ელექტროშოკით გაგუდა, რის შემდეგაც მოხუცი დანის ჩარტყმით მოკლეს, დაანაწევრეს და ცხედარი ჩანთებით ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს. გვამი საბოლოოდ, გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე მიიტანეს და დაწვეს.

ამასთან, საქმის პროკურორის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა გარდაცვლილი ქალის სხეული ჯერ დაანაწევრა, შემდეგ კი - შეჭამა.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics