21:34 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-23 12:25:20, 2051 ნახვა

სამართალი
პროკურორის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე საერთო ჯამში 120 მოწმის დაკითხვა იგეგმება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას ბრალდებული გიორგი მამალაძე ესწრება.

დღევანდელ პროცესზე  დაცვის მხარე სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარსდგება.

როგორც პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ მოესწრება მოწმეების დაკითხვას დღესვე დაიწყებენ.

„120 მოწმეა საქმეში, როგორც კი შესაძლებლობა გვექნება მოწმეების დაკითხვას დავიწყბთ დღეს“,-აღნიშნა გუბელაძემ.

მისივე თქმით, მამა გიორგი მამალაძის სავარაუდო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით მიმდინარეობს გამოძიება.

პროკურორი არ აკონკრეტებს დაადგინა თუ არა გამოძიებამ ვისგან შეიძლება ბრალდებულმა მომწამვლელი ნივთიერება ციანიდი.

შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით.

მათივე ცნობით, მიღებული ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ ბრალდებულის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს სწრაფი მოქმედების ძლიერ შხამს - ნატრიუმის ციანიდს, რომლის ოდენობა საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად.

აქედან გამომდინარე, საქმე სასამართლოში წარიმართა სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც  სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სსკ-ის  236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics