2017-06-23 10:18:19, 2047 ნახვა
სამართალი
პოლიციელების მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს
შოთა პაკელიანის მიერ პოლიციელების მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, გამოძიების მიმდინარეობისას, მოსამართლის მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, გამოთხოვილი იქნა ისანი-სამგორის შს სამმართველოს მე-7 განყოფილების გარე და შიდა პერიმეტრის სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები, მათ შორის, დღეს ინტერნეტ სივრცეში გავრცლებეული ვიდეოჩანაწერი. „შოთა პაკელიანის მიერ სასამართლოში გაცხადებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც შეეხებოდა პოლიციელების მხრიდან მის მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტს, თბილისის პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. გამოძიების მიმდინარეობისას, მოსამართლის მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, გამოთხოვილი იქნა ისანი-სამგორის შს სამმართველოს მე-7 განყოფილების გარე და შიდა პერიმეტრის სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები, მათ შორის, დღეს ინტერნეტ სივრცეში გავრცლებეული ვიდეოჩანაწერი. ასევე, შოთა პაკელიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც სასამართლოშ იხილება დაცვის მხარემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე პროკურატურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებად დართული ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის შესახებ, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ და შესაბამისად, დაცვის მხარეს გადაეცა ხსენებული ჩანაწერები. მოცემული ეტაპისათვის, საქმეზე დანიშნულია კომპლექსური ფონოსკოპიური და ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა ჩანაწერების ავთენტურობისა და მათზე ასახული პირების იდენტიფიცირების მიზნით“,-აცხადებს სუხიაშვილი. ცნობისთვის, „ლიბერალმა“ წყაროზე დაყრდონით ინფორმაცია გაავრცელა, სადაც პოლიციის მე-7 განყოფილების შიდა კამერების მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და გავრცელებისთვის დაკავებულის, შოთა პაკელიანის დაკითხვის პროცედურაა ასახული. როგორც „ლიბერალის“ წყარო აცხადებს, პაკელიანის ცემის ამსახველი კადრები არ არსებობს, ვინაიდან ოთახში, სადაც ის სცემეს, კამერები დამონტაჟებული არ ყოფილა. მისივე ინფორმაციით, ვიდეოკადრებში ასევე ჩანს, როგორ ამოწმებენ პოლიციელები პაკელიანის ახლობლების კუთვნილ ტელეფონებს, შესაძლო კადრების წაშლის მიზნით. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება
|
ომი უკრაინაშიზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
რუსებმა დნიპროზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 457 830-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|