2017-06-22 22:33:18, 1986 ნახვა
პოლიტიკა
აბაშიშვილი: ახალი კონსტიტუცია არის დოკუმენტი, რომელიც „ქართული ოცნების“ შიგნით პოლიტიკურ გარიგებებს ემსხვერპლა
სამწუხაროდ, დღეს მმართველი პოლიტიკური გუნდი გვთავაზობს, რომ კონსტიტუციის პროექტის მიღებისას ჩვენ ვიზეიმოთ კონსენსუსი არა ქართულ საზოგადოებაში, არამედ ვიზეიმოთ კონსენსუსი პოლიტიკურ პარტია „ქართულ ოცნებაში“,- ამის შესახებ გიორგი აბაშიშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ განუცხადა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მიიღო, არის დოკუმენტი, რომელიც „ბოლო მომენტში სწორედ „ქართული ოცნების“ შიგნით პოლიტიკურ გარიგებებს დამატებით ემსხვერპლა და დამატებით დამახინჯდა“. „სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვიხილეთ „ქართული ოცნების“ ყრილობა რეალურად პარლამენტის სხდომის ნაცვლად, რომელმაც რაღაც დოკუმენტი მიიღო, რაღაც დოკუმენტი ვამბობ სწორედ იმიტომ, რომ ეს არ არის ის დოკუმენტი რომელიც თუნდაც ვენეციის კომისიაში გაიგზავნა. ეს არ არის ის დოკუმენტი, რომელიც საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა. ეს არ არის ის დოკუმენტი, რომელიც საერთო სახალხო განხილვებზე იყო წარმოდგენილ. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ბოლო მომენტში სწორედ „ქართული ოცნების“ შიგნით პოლიტიკურ გარიგებებს დამატებით ემსხვერპლა და დამატებით დამახინჯდა. ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა 1995 წელს, 22 წლის წინ შევძელით, რომ კონსტიტუციის მიღება გვეზეიმა კონსენსუსი გზით და 22 წლის შემდგომ ჩვენ გვთავაზობენ, რომ ვიზეიმოთ კონსენსუსი ერთი პოლიტიკური პარტიის შიგნით, რაც თავისთავად დემოკრატიის გზაზე ძალიან უკან გადადგმული ნაბიჯია. მთლიანობაში, ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი რომლის შესაძლებლობაც ბოლო მომენტამდე არსებობდა, რომ შეენარჩუნებინა, ასე ვთქვათ, მმართველს პოლიტიკურ გუნდს რაც საკონსტიტუციო განხილვებზე იყო , იყო სწორედ პროპორციული სისტემით არჩევნების ახლავე ამოქმედება, ანუ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე.სამწუხაროდ ესეც ემსხვერპლა მორიგ გარიგებას პოლიტიკურ პარტია „ქართული ოცნების“ შიგნით,- აღნიშნა აბაშიშვილმა. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - თავდასხმის შემთხვევაში, ირანი ისრაელს დაუყოვნებლივ უპასუხებს
რუსეთს თავს დაესხა 50 დრონი, დაზიანდა ელექტრო ქვესადგურები, გაჩნდა ხანძარი ნავთობის საცავში
მედია - სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, თუ სად გაივლის სახელმწიფო საზღვარი
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის საჰაერო ძალები - 7 რუსული რაკეტიდან 2 ღამით გავანადგურეთ
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
რუსებმა დნიპროზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი [ვიდეო]
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|