14:19 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-22 20:52:55, 2358 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი: 2024 წელს ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე გადავა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2024 წელს ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე გადავა.

პრემიერმა აღნიშნული გადაწყვეტილების მირების როლზე ისაუბრა:

"მოკლედ მინდა ვთქვა, რომ ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ კონსენსუსის მიღწევის მიზნით, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. უპირველეს ყოვლისა, მთავრობის მეთაური გახლავართ და მინდა აქედან დავიწყო: მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა მნიშვნელოვნად გამარტივდა. დღევანდელი კონსტიტუციით, პრაქტიკულად, შეუძლებელია და ეს არის ძალიან ხანგრძლივი პროცედურა, რომ პარლამენტმა მიაღწიოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას. ასე რომ, აქ ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსი იქნა აღდგენილი პარლამენტის სასარგებლოდ. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი: იმისთვის, რომ ვინმეს არ გასჩენოდა ეჭვი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ტიპის ცვლილება ანუ არაპირდაპირზე გადასვლა პირდაპირიდან იყო რაიმე ფორმით რომელიმე ინდივიდთან დაკავშირებული, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავთანხმდით კიდევ ერთი რაუნდით პირდაპირ არჩევნებზე, ანუ 2018 წელს პრეზიდენტი კიდევ პირდაპირი გზით იქნება არჩეული. 

ყველანი ამ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და მოგეხსენებათ, რამხელა ბრძოლა დაჭირდა ქვეყანას, რომ 2012 წელს მიღწეულიყო ის დემოკრატიული არჩევნები და ხელისუფლების ცვლილება.  მე როგორც ამ საზოგადოების ერთი წევრი, არაერთხელ ვმონაწილებოდი საერთო სახალხო პროტესტებში, რათა მიღწეულიყო მაჟორიტარულიდან პროპორციულზე გადასვლა, რადგან უნდა გამქრალიყო ის შეგრძნება, რომ ხელისუფლება მართავს 73 მაჟორიტარს, თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ არის. დღეს ეს შედეგი მიღწეულია. 2020 წლისთვის ვერ ხერხდება, მაგრამ პოლიტიკა არის თანმიმდევრულობასა და კომპრომისებს შორის სწორი ბალანსის მიღწევა, ამიტომ ამ კომპრომისთი არა 2020-ში, არამედ 2024-ში ჩვენ მივაღწიეთ საპარლამენტო უმრავლესობის კონსოლიდაციას, ამ მნიშვნელოვანი, ისტორიული გადაწყვეტილების ირგვლივ", - განაცხადა კვირიკაშვილმა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ გეგელიძეებში, ახალი სოფლის სახლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს
კალაძე - არანაირი უფლება არ გვაქვს, მივუთითოთ, რომელი ქვეყნის წარმოებული უნდა იყოს პროდუქცია - კანონს ეწინააღმდეგება ეს ყველაფერი
პაპუაშვილი - რა შეურაცხყოფასაც მანდატურებს აყენებდით ქალი დეპუტატები - როცა გინდათ, სქესის მიხედვით უყურებთ საკითხებს, როცა გინდათ, იგინებით
ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეაბილიტირებული რეკრეაციული სივრცე შეემატება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics