07:26 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-22 20:41:31, 2301 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
კვირიკაშვილი: ოპოზიცია ცდილობს მოახდინოს კონსოლიდირება, რათა დაუპირისპირდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ოპოზიცია ცდილობს მოახდინოს კონსოლიდირება, იმისათვის, რომ დაუპირისპირდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციის აღნიშნულ ქმედებებს არგუმენტს მოკლებული და უსამართლო უწოდა. 

„მინდა მივმართო საზოგადოებას და ვთხოვო მათ, რომ კარგად გაიაზრონ ამ მიღწევების ფასი, გაიაზრონ თუ რამხელა მუშაობის შედეგია ყველაფერი ეს და კარგად შეხედონ იმ პროგრესს, რომელსაც გამოიწვევს ეს საკონსტიტუციო ცვლილებები ხელისუფლების დაბალანსების კუთხით და დემოკრატიის ხარისხის ზრდის კუთხით. მინდა  ცალსაცხად და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლიებები არის უდიდესი გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით“,- აღნიშნა კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილის თქმით, 2024 წელს ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე გადავა.

"ყველანი ამ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და მოგეხსენებათ, რამხელა ბრძოლა დაჭირდა ქვეყანას, რომ 2012 წელს მიღწეულიყო ის დემოკრატიული არჩევნები და ხელისუფლების ცვლილება.  მე როგორც ამ საზოგადოების ერთი წევრი, არაერთხელ ვმონაწილებოდი საერთო სახალხო პროტესტებში, რათა მიღწეულიყო მაჟორიტარულიდან პროპორციულზე გადასვლა, რადგან უნდა გამქრალიყო ის შეგრძნება, რომ ხელისუფლება მართავს 73 მაჟორიტარს, თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ არის. დღეს ეს შედეგი მიღწეულია. 2020 წლისთვის ვერ ხერხდება, მაგრამ პოლიტიკა არის თანმიმდევრულობასა და კომპრომისებს შორის სწორი ბალანსის მიღწევა, ამიტომ ამ კომპრომისთი არა 2020-ში, არამედ 2024-ში ჩვენ მივაღწიეთ საპარლამენტო უმრავლესობის კონსოლიდაციას, ამ მნიშვნელოვანი, ისტორიული გადაწყვეტილების ირგვლივ", - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics