2017-06-22 19:56:31, 1935 ნახვა
პოლიტიკა
თბილისში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მესამე სხდომა გაიმართა
თბილისში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მესამე სხდომა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ კომიტეტი წარმოადგენს ასოცირების შეთანხმების ამოქმედების შედეგად ჩამოყალიბებული გაღრმავებული პოლიტიკური დიალოგის ინსტიტუციური ჩარჩოს ნაწილს და, როგორც წესი, იკრიბება მინისტრის მოადგილეების დონეზე. ევროკავშირის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობის და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი ლუკ დევინი. სხდომას ევროკავშირის მხრიდან ესწრებოდნენ ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროკომისიის და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მიერ ამ მიმართულებებით გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯებს და ხაზი გაუსვა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის რეფორმების უწყვეტობის მნიშვნელობა. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ევროკავშირი საქართველოს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ევროკავშირის დახმარებას ENPARD-ის ფარგლებში, რომელიც ფერმების მხარდაჭერისა და სოფლად განვითარებისათვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. მხარეებმა ისაუბრეს აგრეთვე განათლებისა და მეცნიერების, გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის, დასაქმებისა და სოციალური პოლიტიკის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის კუთხით ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე. ასოცირების კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ ცალსახად დააფიქსირა მტკიცე მხარდაჭერა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გამოითქვა შეშფოთება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით. ქართული მხარე მიესალმა ევროკავშირის აქტიურ ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
კულება - კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში შეფერხებული სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 940-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია [ვიდეო]
დღის თემა
|