18:12 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-22 17:28:40, 2254 ნახვა

ეკონომიკა
პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ კიდევ ერთი ახალი საწარმო შეემატება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 204 პროექტია მხარდაჭერილი, რომელთა რიცხვს კიდევ ერთი კომპანია, შპს „უვ პრინტი“ შეემატება.

შპს "უვ პრინტი" 2017 წელს დაარსდა, თუმცა დამფუძნებლებს 10 წლიანი გამოცდილება აქვთ ფართო ფორმატიანი ნაბეჭდი პროდუქციის წარმოებაში. 

ამჟამად, კი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანია ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და  ინტერიერისა თუ ექსტერიერის გასაფორმებლად ნებისმიერი სახის ზედაპირებზე ფართო ფორმატით შესრულებული ნაბეჭდი პროდუქციის წარმოებას შეძლებს. 

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს რომ საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე, კომპანია 15 ადამიანს დაასაქმებს და შეძლებს აწარმოოს სხვადასხვა სახის შესაფუთი მასალები გოფრირებული ქაღალდისა ან გოფრირებული მუყაოსაგან, მაღალხარისხიანი ნაბეჭდი რეპროდუქციები, სანათების მოწყობილობები და ა.შ. 
 ამასთანავე, კომპანია მომხმარებელს  მაღალხარისხიან ბეჭდვას სთავაზობს, როგორც მინის ასევე კერამიკულ ნაწარმზე.  

შპს "უვ პრინტი", რომელიც 2017 წლის ბოლოს გეგმავს,  პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.   

სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 430 000 ლარს შეადგენს. 
 
2014 წლის ივნისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“,  ახორციელებენ, რომლის  მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, ამასთანავე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა. 

შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ხდება  ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება და უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.  

აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში უკვე მხარდაჭერილია 282 პროექტი, რომელთა საერთო ინვესტიციის მოცულობა 636 000 000  ლარზე მეტია. 

(NS) 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ეს სამება ურყევია, მასში ვერც ვერაფერი ჩანაცვლდება და ვერც მოაკლდება!
ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა
მდინარაძე - ოკუპანტ ქვეყანას ეს კანონი ისედაც ეხება
მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მეორე მოსმენაზე - საზოგადოებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics