18:30 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-22 12:32:10, 2314 ნახვა

მსოფლიო
ბილ პრისტაპი: რუსეთის მიზანია ეჭვის, უთანხმოების დათესვა

ამერიკის შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების ყოფილი მდივნის ჯეჰ ჯონსონის განცხადებით, 2016 წელს რუსეთის მთავრობამ, პირადად ვლადიმირ პუტინის დირექტივით, არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით, აშშ-ზე კიბერ-თავდასხმები განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.

ჯონსონის შეფასებით, მომავალ არჩევნებზე კიბერ-თავდასხმების მხრივ, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება.

რაც შეეხება გამოძიებას, რომელსაც საგანგებოდ დანიშნული პროკურორი, რობერტ მალერი დამოუკიდებლად აწარმოებს, ჯეჰ ჯონსონმა აღნიშნა, რომ მას გამოძიების დეტალებზე ინფორმაცია არ გააჩნია. მისივე თქმით, მან არ იცის, იძიებს თუ არა მალერი უშუალოდ ტრამპს, ან მისი საარჩევნო კამპანიის გუნდს რუსულ ინტერესებთან შეხების ალბათობასთან დაკავშირებით. ჯონსონმა დაადასტურა, რომ რუსი ჰაკერები ცალკეულ შტატებში ამომრჩეველთა მონაცემების ასლებს იღებდნენ და სავარაუდოდ, ადგილობრივ არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის ბერკეტებს ამოწმებდნენ. 

ამასთან, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მოქმედი მდივნის, ჯანეტ მანფრამის თქმით, რუსეთის სამიზნე 50 შტატიდან 36 შტატის საარჩევნო სისტემები იყო. 

მანფრამის განმარტებით, ეს შესაძლოა არაზუსტი მონაცემი იყოს, ვინაიდან ეს ის 36 შტატია, რომელთაც ფედერალური მთავრობის დახმარებაზე უარი არ თქვეს. დანარჩენ შტატებში საარჩევნო ოპერაციებზე ფედერალური უწყებების ზედამხედველობაზე უარი განაცხადეს.

გამოძიების ფედერალური ბიუროს კონტრდაზვერვის დივიზიის ოფიციალური პირის ბილ პრისტაპის განცხადებით, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მოსკოვმა საკუთარი სახელმწიფოს აღდგენა მნიშვნელოვნად შეძლო, მაგრამ „რუსეთმა პირვანდელი სტატუსის, ან ყოფილი ტერიტორიების დაბრუნება ვეღარ მოახერხა. 

"რუსეთისთვის შეერთებული შტატები საკონფლიქტოდ ზედმეტად ძლიერია და ზედმეტად ბევრი მოკავშირე ყავს. მაგრამ, ყოფილი სტატუსის დაბრუნების იმედით, მან გადაწყვიტა ამერიკის და მისი მოკავშირეების დასუსტება ეცადა. უხეში ძალით დაპირისპირების ნაცვლად, გავლენის მოხდენის ერთ-ერთ გზად რუსეთმა არჩევნებზე ჩარევა გადაწყვიტა“, - აღნიშნა პრისტაპისმა.

ბილ პრისტაპის თქმით, რუსეთმა „ჩვენი არჩევნების ლეგიტიმურობის შესარყევად, ინფორმაცია გამოიყენა. მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ეჭვის, უთანხმოების დათესვა, რათა ძირი გამოეთხარა დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპისთვის: ღია და სამართლიანი არჩევნებისთვის“.

გამოძიების ფედერალურ ბიუროს კონტრდაზვერვის დივიზიის ოფიციალური პირიც ფიქრობს, რომ რუსეთი შემდეგ არჩევნებზე ჩარევას გაცილებით უფრო აგრესიულად და მეტი მოხერხებულობით შეეცდება. მან შიდა უსაფრთხოების ახალ შეფს ჯონ კელის მოუწოდა, არჩევნების უსაფრთხოება, კონტრტერორიზმთან ერთად, მთავარი პრიორიტეტების სიაში პირველ, ან მეორე ადგილზე დააყენოს. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთი ამერიკის აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს, თუმცა ცოტა ხნის წინ ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არ გამორიცხა, რომ თავდასხმა "პატრიოტ ჰაკერებს" განერხოციელებინა. რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპი რუსეთის ჩარევის თაობაზე მიმდინარე რამდენიმე გამოძიებას უგულვებელყოფს და ამ ყველაფერს „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია
მიშელი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო
TI - „ქართული ოცნება“ ოფშორებთან დაკავშირებულ საგადასახადო ცვლილებებს ივანიშვილს არგებს
სააკაშვილი - ხალხის დაკვეთა ერთიანობაა, რაც არჩევნებზე საერთო სიას ნიშნავს - ამ შემთხვევაში, ოპოზიცია „ოცნებას“ 70/30 პროპორციით დაამარცხებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics