10:34 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-22 12:12:33, 2759 ნახვა

მსოფლიო
UNICEF: ერაყში 5 მილიონზე მეტი ბავშვი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს

გაერო-ს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ის ინფორმაციით, ერაყში 5 მილიონზე მეტი ბავშვი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს, - ამის შესახებ სააგენტო Reuters იუწყება.

როგორც ფონდის განცხადებაშია აღნიშნული, ერაყის ტერიტორიაზე ბავშვებს კლავენ, იტაცებენ და საომარ მოქმედებებში მონაწილეობას აიძულებენ.

"ერაყის ტერიტორიაზე ბავშვები ნამდვილი კოშმარის და წარმოუდგენელი ძალადობის მომსწრენი არიან. მათ კლავენ, იტაცებენ, აიძულებენ ისროლონ და მოკლან, აიძულებენ საომარ მოქმედებებში მონაწილეობა მიიღონ", - ნათქვამია განცხადებაში.

UNICEF-ის ცნობით, ერაყის ქალაქ მოსულში ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები სამიზნეს სპეციალურად ბავშვებს ირჩევენ, იმისათვის რომ, მათ მშობლებზე კონტროლი იქონიონდა გაქცევის შესაძლებლობა არ მისცენ.

ცნობისთვის, ერაყში არსებული ვითარება "ისლამური სახელმწიფოს" არსებობის ფონზე კიდევ უფრო დაიძაბა. ტერორისტებს ქვეყნის ნაწილზე კონტროლი 2014 წლიდან აქვს მოპოვებული. ბოევიკები თავდასხმებს ახორციელებენ, რის შედეგადაც ხშირ შემთხვევაში მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება, მათ შორის ბავშვები.

ქალაქ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია ქვეყანაში 2016 წლიდან მიმდინაროებს. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაიდენი - მხარს ვუჭერთ მეგობრებს, რომლებიც თავს იცავენ ტერორისტებისგან, როგორიცაა „ჰამასი“ და ტირანებისგან, როგორიცაა პუტინი
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
ზელენსკი - მადლიერი ვარ აშშ-ის სენატის - ამ კანონპროექტის ისტორიული მნიშვნელობა პოლიტიკას სცილდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics