17:03 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-21 19:22:12, 2122 ნახვა

ეკონომიკა
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიზნესიდეების გადარჩევის პროცესი დასრულდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროების პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტი დიდი პოპულარობით სარგებლობს.

პირველ ეტაპზე, კერძოდ, ბიზნესიდეების რეგისტრაციის პერიოდში, რომელიც გამოცხადებული იყო 2017 წლის 15 მაისიდან  30 მაისის ჩათვლით, ჯამში 20 000-ზე მეტი ონლაინ განაცხადი შემოვიდა. 

ბიზნესიდეების რეგისტრაციის დასრულებისთანავე, მიმდინარეობდა შემოსული განაცხადების გადარჩევა პროგრამის კომისიის მიერ, რომლის შედეგებსაც თავად კონტრაქტორი ორგანიზაციების წარმომადგენლები შეატყობინებენ განმცხადებლებს. 

აღნიშნული ეტაპის ფარგლებში გამოვლენილი საუკეთესო ბიზნესიდეების 5 000-მდე ავტორს ჩაუტარდება ტრეინინგი ზოგადი მეწარმეობის შესახებ, რომელიც მოიცავს ბიზნესგეგმის მომზადების საკითხებსაც. 

შეგახსენებთ, რომ 2015 წლიდან სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში  მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტი დაემატა, რომელიც გამიზნულია, როგორც ახალი ბიზნესის წამოწყებისათვის, ასევე, არსებული ბიზნესის გაფართოება/გადაიარაღებისთვის. 

2017 წლის ივნისის თვის მონაცემებით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილია 4 909 ბენეფიციარი და 3 205 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 29 155 007 ლარს შეადგენს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 8 000-მდე ადამიანი, ამასთანავე, პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების სახით გაცემულია  22 942 704 ლარი.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს
რუმინეთში, უკრაინის საზღვართან დრონი ჩამოვარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics