12:51 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-19 17:44:40, 662 ნახვა

სამხედრო
საწვრთნელ ბაზა „ალგეთში“ საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყო

უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრმა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველთა წვრთნის პროგრამა - საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT) დაიწყო. დღეიდან სპეციალურად შერჩეული საქართველოს 350-მდე მოქალაქე ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე 10 კვირის განმავლობაში საცეცხლე, სამედიცინო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას გაივლის და მისი დასრულების შემდეგ დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებებში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას შეუდგება.  

საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის მიზანია, ჯარისკაცები პროფესიული სამხედრო საკონტრაქტო სამსახურისათვის „მსროლელებად“ მომზადდნენ. კურსის მონაწილეებს მეცადინეობები ნავიგაცია-ტოპოგრაფიაში, სადისციპლინო წესდებებსა და ფიზიკურ მომზადებაში ჩაუტარდებათ. რეკრუტები საფუძვლიან ტაქტიკურ, საცეცხლე, საინჟინრო, კავშირგაბმულობისა და სამედიცინო მომზადებასაც გაივლიან.

კურსზე ჩარიცხვამდე საქართველოს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველებმა ფიზიკური მომზადებისა და ფსიქოლოგიური ტესტების გარდა, სამედიცინო კომისიის შემოწმებაც გაიარეს. კურსის განმავლობაში რეკრუტები ყაზარმული რეჟიმით იცხოვრებენ. ოჯახის წევრებს და ახლობლებს მათი მონახულება მომზადების დაწყებიდან 5 კვირის გასვლის შემდეგ შეეძლებათ. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ რეკრუტები ღვთისა და ერის წინაშე ფიცს დადებენ და საქართველოს შეიარაღებული ძალების დიდ ოჯახს შეუერთდებიან.

(NS)

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ევროკავშირის დაფინანსება საქართველოში გაუმჭვირვალეა
საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის შესახებ შეხვედრა გაიმართა
მედია - რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა
ბაზისბანკის მხარდაჭერით პანექსი საქართველოში პირველ პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics