17:33 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-19 17:35:48, 1835 ნახვა

პოლიტიკა
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-40 რაუნდი 20-21 ივნისს გაიმართება

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-40 რაუნდი 2017 წლის 20-21 ივნისს გაიმართება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხები იქნება რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღება და შესრულება, მის უზრუნველსაყოფად ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, ასევე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში.

"მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაცია დააყენებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პერმანენტულ დარღვევას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯებსა და მილიტარიზაციის გაგრძელებას. განსაკუთრებული ყურადღების საგანი იქნება საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, უკანონო დაკავებები, მავთულხლართების აღმართვისა და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარული შედეგები.

საქართველოს დელეგაცია მწვავედ დასვამს გიგა ოთხოზორიას მკვლელის, რაშიდ კანჯი-ოღლის, მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის აუცილებლობას, როგორც დაუსჯელობის სინდრომისა და ეთნიკურ საფუძველზე დისკრიმინაციის აღკვეთის მნიშვნელოვან ფაქტორს.  ჟენევის მოლაპარაკებებსა და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში საქართველოს კონსტრუქციული თანამშრომლობის პასუხად, საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება, ხელი დააფარონ მკვლელს, ნეგატიურად აისახება სამშვიდობო პროცესებზე.

საქართველოს დელეგაცია იმედოვნებს, რომ რუსეთის ფედერაცია გამოიჩენს პასუხისმგებლობიან დამოკიდებულებას მოლაპარაკებების პროცესის მიმართ და არსებით მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ სამუშაო ჯგუფებში.

საქართველოს დელეგაცია, თავის მხრივ, კვლავ ადასტურებს მზადყოფნას მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობისთვის",-ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ოკუპანტ ქვეყანას ეს კანონი ისედაც ეხება
მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მეორე მოსმენაზე - საზოგადოებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება
BBC - რაფაჰზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა
მდინარაძე „ენჯეოებსა“ და მედიაზე - საქართველოში მსგავსი დაურეგულირებელი სფერო არ არსებობს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics