15:10 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-21 18:06:57, 2170 ნახვა

საზოგადოება
თეა წულუკიანი ტყვიავში იუსტიციის სამინისტროს ინფრასტრუქტურაში მოქმედ ინგლისური ენის კლუბს ეწვია

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ჯასთინ მაქენზი სმითი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში მოქმედ ინგლისური ენის კლუბს ეწვივნენ და ინგლისური ენის გაკვეთილს დაესწრნენ.

გაკვეთილის დასრულების შემდეგ მინისტრმა და გაერთიანებული სამეფოს ელჩმა სწავლის ტრენერებსა და კურსის მსმენელებთან სწავლების მიმდინარეობის, ეფექტურობისა და შედეგების შესახებ ისაუბრეს.

იუსტიციის სამინისტროს ე. წ. გამყოფ ხაზთან მდებარე ორ საზოგადოებრივ ცენტრში − ტყვიავსა და რუხში, ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი 2018 წლის 13 დეკემბრიდან განახლდა. სოფლიდან გაუსვლელად ახალგაზრდები ინგლისურ ენას სწავლობენ, ხოლო ინგლისური ენის პედაგოგები პროფესიული გადამზადების პროგრამას გადიან. პროგრამის − „ინგლისური ენა თემისთვის“ − განხორციელების ადგილად ტყვიავი და და რუხი საგანგებოდ შეირჩა. იუსტიციის სამინისტროს მიზანია, კონფლიქტის ზონის სოფლებში ინგლისური ენის სწავლება ბრიტანეთის საბჭოს დახმარებით ხელმისაწვდომი გახადოს და ადგილობრივი თემი გააძლიეროს.

ბრიტანეთის საბჭომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან პარტნიორობით, ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბები გასულ წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით 6 საზოგადოებრივ ცენტრში გახსნა: ორსანტიის, ჩაქვის, დიდი ჯიხაიშის, წალკის, ვალესა და კაბლის საზოგადოებრივ ცენტრებში. ერთი წლის განმავლობაში ინგლისური ენის კურსი 1 500-ზე მეტმა მოზარდმა გაიარა. პროგრამა ხორციელდება ბრიტანეთის საელჩოს კონფლიქტების, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ფონდის ხელშეწყობით.

ბრიტანეთის საბჭომ ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბების ორგანიზებისა და ეფექტიანი მუშაობისთვის საზოგადოებრივი ცენტრები უახლესი ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური უპირატესობების გამო შეარჩია. მათი თანამედროვე სტანდარტის შენობები აღჭურვილია კომპიუტერებით, უკაბელო ინტერნეტით, ბიბლიოთეკებით, კეთილმოწყობილი სამკითხველო დარბაზებით და შეხვედრების ოთახებით. ცენტრების მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა.

ინგლისური ენის კლუბების შექნის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2017 წლის 18 დეკემბერს გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის − „ბრიტანეთის საბჭო საქართველოში“ − დირექტორმა, საქართველოს იუსტიციის და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრებმა.

 

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი ქარქაშაძე: ყველა მსხვილ კომპანიას ვისაც Passenger Terminal Expo-ზე შევხვდით, ჰქონდა ინფორმაცია ვაზიანის აეროპორტის მშენებლობის შესახებ
ვაშაძე გომელაურს - ვერ გამოხვედით ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსის ფსიქოლოგიიდან, თქვენ არ ხართ შს მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics