17:59 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-19 16:32:53, 1946 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის სენატმა კანონპროექტი მიიღო, რომლითაც რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ ქმედებებს გმობს

აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს მიერ  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა გრძელდება.

კერძოდ, როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს,  მიმდინარე წლის 15 ივნისს, აშშ-ის სენატმა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით (97 მომხრე, 2-ის წინააღმდეგ)  კანონპროექტი მიიღო, რუსეთის მიმართ ახალი სანქციების შემოღების თაობაზე, რომელიც წარმოადგენს ირანთან მიმართებაში დაწესებული ყოვლისმომცველი სანქციების ნაწილს და ასახავს რუსეთის აგრესიული ქმედებების აღსაკვეთად, აშშ-ის ხელისუფლების მიერ განსახორციელებელ კონტრზომებს.

 კანონპროექტი მიზნად ისახავს: ა) რუსეთის მიმართ არსებული სანქციების რეჟიმის ბაზის განვრცობას, ბ) რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციების დაწესების ხელშეწყობას, გ) ზრდის აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის შესაძლებლობებს, აქტიური მონიტორინგი გაუწიოს კანონით აკრძალულ ფინანსურ მიმოქცევას, მათ შორის, რუსეთთან დაკავშირებულ მსგავს (ფინანსურ) აქტივობებს.

 უწყების ინფორმაციით, კანონპროექტი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებულ და მიმდინარე აგრესიულ ქმედებებს, საერთაშორისო სამართლისა და ნაკისრი ვალდებულებების უგულებელყოფას, საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას, 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას და მოუწოდებს აგრესიის დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაკენ.

 კანონპროექტი  აშშ-ის მიერ 2018-2019 ფისკალური წლებისთვის 250 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალიწინებს, რომელიც მოხმარდება, ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებული და მიმდინარე რუსეთის ზემოქმედების აღსაკვეთად გამიზნულ ქმედებებს.

 ცნობისათვის, დღემდე, აშშ-ს დაწესებული ჰქონდა სანქციები რუსეთზე მის მიერ ყირიმის ანექსიასთან და უკრაინაში განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით.

კანონპროექტი კანონის ძალით ამყარებს რუსეთის წინააღმდეგ უკვე დაწესებულ, არსებულ სანქციებს და გულისხმობს ახალი სანქციების შემოღებას რუსული ბიზნესისა და რუსი მაღალჩინოსნების, ასევე, იმ იურიდიული, თუ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც აშშ-ის წინააღმდეგ ახორციელებენ დესტრუქციულ კიბერ-აქტოვობებს. კანონპროექტი ასევე აწესებს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც ახორციელებს ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებს. სანქციები აგრეთვე შეეხება იმ პირებს, რომლებიც ჩართულნი არიან სახელმწიფო საკუთრების კორუმპირებული გზით პრივატიზებაში, ამასთან, ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც განაგრძობენ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მთავრობისთვის შეიარაღების მიწოდებას, ან აწარმოებენ ბიზნეს საქმიანობას რუსეთის სადაზვერვო და თავდაცვის სექტორებთან თანამშრომლობით. კანონპროექტი აწესებს ახალ სანქციებს რუსეთის ეკონომიკის ძირითად დარგებზე, მათ შორის, სამთო-მომპოვებელი მრეწველობის, ენერგეტიკის, მეტალურგიულ, საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვის სექტორებზე. კანონპროექტი გამოხატავს მნიშვნელოვან მხარდაჭერას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და დეზინფორმაციის აღკვეთის მიმართულებით - იქ, სადაც მაღალია რუსეთის აგრესიისა და ჩარევისადმი მოწყვლადობის დონე.

 ახალ სანქციებს მიენიჭება სავალდებულო კანონის ძალა წარმომადგენელთა პალატის მიერ მისი დამტკიცებისა და პრეზიდენტის მხრიდან ხელმოწერის შემდეგ. თუკი დღემდე არსებული სანქციების შემოღება ხდებოდა აღმასრულებელი ბრძანებით (საპრეზიდენტო დეკრეტით/executive order), აღნიშნული კანონის შემოღების შემთხვევაში მისი გაუქმება უკვე აშშ-ის კონგრესის უშუალო თანხმობას მოითხოვს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
EURO 2024-თან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics