09:13 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-19 15:55:29, 1677 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულ არქივში დაცული კიდევ 100 ხელნაწერის აღწერილობა გამოსაცემად მზადდება

იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული კიდევ 100 ხელნაწერის აღწერილობა გამოსაცემად მზადდება.

ახალი აღწერები „ხელნაწერთა ანალიტიკური კატალოგის" მეორე ტომში გაერთიანდება.

ეროვნულ არქივში დაცულია ქართულ ხელნაწერთა ერთ-ერთი უმდიდრესი ფონდი, რომელშიც 1000-მდე ხელნაწერი შედის. მათი აღწერილობა ბოლოს 1950 წელს დაიბეჭდა.

ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, 2016 წელს პირველად გამოიცა ხელნაწერთა ახალი აღწერილობის პირველი ტომი, რომელიც შეტანილია ინფორმაცია 100 ხელნაწერის შესახებ.

ხელნაწერთა „მეორე ასეულის" შესწავლისას პროექტზე მომუშავე ჯგუფმა აღწერებს არაერთი მნიშვნელოვანი დეტალი დაურთო.

მაგალითად, ძველისაგან განსხვავებით, ახალ აღწერაში აღნიშნულია, რომ #108 ხელნაწერს მეფე ვახტანგ მეექვსის ჩასწორებები ახლავს, ხოლო ამავე ხელნაწერის გაგრძელება - #109 ხელნაწერი თავად მეფის გადაწერილია. ხელნაწერები ასტოლოგიური შინაარსის ნაშრომის, „თალა მასალას" თარგმანს წარმოადგენს.

ხელნაწერების ხელახალი აღწერის ფორმა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით შედგა.

 ახალმა ფორმამ პროექტზე მომუშავე ჯგუფს საშუალება მისცა, მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია გამოიტანონ ხელნაწერის აღწერაში.

 ამ დროისათვის უკვე დასრულებულ ხელნაწერთა აღწერებში დაზუსტდა მნიშვნელოვანი  დეტალები, გასწორდა ხარვეზები დათარიღებებსა და სათაურებში, დადგინდა ცალკეული ტექსტების რედაქციები, სრულად იქნა გამოტანილი ანდერძ-მინაწერები. თითოეულ ხელნაწერსა და მასში შემავალ ცალკეულ ტექსტს დაერთო საკუთარი ბიბლიოგრაფია.

 მუშაობა  მიმდინარეობს საძიებლებსა და ლექსიკონზე.

მეორე ტომში შემავალი ხელნაწერები ქრონოლოგიურად IX-XX საუკუნეებს შორის მერყეობს. მათ შორისაა: ანბანდიდი სახარება (IX საუკუნე. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში), ვახუშტის ატლასი და ისტორია და გეოგრაფია (1745 წელი. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში), თეიმურაზ Ι-ის ლექსები და სხვა.

(NS)

 

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics